1978 წელს მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა Apple Computer-მა იქირავა საოფისე ფართი ბენდლი-დრაივზე. იმავე წლის 30 ინავარს რიგით მერვე თანამშრომელმა, 18 წლის კრის ესპინოზამ დახაზა ოფისში თანამშრომელთა განტავსების სქემა. მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა და ეს სქემა ამასწინათ, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა კრისის მეუღლემ ლუიზამ. მოდით ვნახოთ ეს ქემა:
კრისმა მეხსიერებაში აღიდგინა სქემაზე დატანებული ადამიანების სახელები დაგვარები:
ჯობსი — დამფუძნებელი
მაიკ (მარკულა) — ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგში
ჯინ (კარტერი) და ფილ (როიბოლი) — გაყიდვები
მაიკ (სკოტი) და გერი (მარტინი) — CEO და ფინანსები
შერი (ლივინგსტონი), სინდი და ელეონორა — მდივნები
ჯიმ (მარტინდეილი) — წარმოება
დანა (რედინგტონი) — მარკეტინგი/დემო-მწერალი/პროგრამისტი
ბილ (ფერნანდესი) — ტექნოლოგი
დიკი და კლიფი (ჰიუსტონები) — აპარატურული უზრუნველყოფის ინჟინრები
კლაივ (ტვაიმანი) — სამრეწველო დიზაინერი
უენდერ (სანდერსი) და როდ (ჰოლტი) — ანალოგური მოწყობილობების ინჟინრები
რენდი (ვიგინტონი) — პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
ვოზი
კომპანიის განკარგულებაში ოთხი დიდი ოთახი იყო. ერთში მარკეტინგი მოთავსდა, მეორეში — ინჟინრები, მესამეში წარმოების ხალხი, ხოლო მეოთხე დროებით ცარიელი იყო. ამ მიზეზით ესპინოზამ მას დააწერა „ჩოგბურთის კორტები“.
სიტყვამ „Advent“ (ქვემოთ ცენტრში) შეცდომაში არ შეგიყვანოთ და ნუ გეგონებათ რაიმე რელიგიური დატვირთვის: ამ ოთახში ხდებოდა „მნიშვნელოვანი სტუმრების“ მიღება.
ხოლო ახლა შეხედეთ Apple-ის მომავალ ოფისს. რომ იტყვიან, იგრძენით განსხვავება:
წყარო: cult of mac