კომპანია Apple-ის ახალ მეთაურ, ტიმ კუკს ერთი შეხედვით მცირე კორექტივები შეაქვს კომპანიის კულტურაში, მაგრამ ამ ცვლილებებს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოაქვს. ამ ცვლილებათა შორისაა კომპანიის კოლექტივთან ელფოსტის დაგზავნა და საქველმოქმედო კამპანიები.
ამ ცვლილებათა ზემოქმედება ერთბაშად არ გახდება ხელშესახები, მაგრამ უკვე ცხადია, რომ კუპერტინოს ტექნოგიგანტი იცვლის თავის სახეს ახალი ლიდერის დახმარებით. ამ ფრიად მნიშვნელოვან თემას მიეძღვნა სტატია „5 ways Tim Cook is changing Apple“ („5 ხერხი, რომლის მეშვეობითაც ტიმ კუკი ცვლის Apple-ს“), რომელიც გამოქვეყნდა The Week-ში.
როდესაც 2011 წლის აგვისტოში ტიმ კუკმა შეცვალა სტივ ჯობსი Apple-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, მან გამოთქვა აზრი, რომ არ შეცვლიდა კომპანიაში დამკვიდრებულ კულტურას. მაგრამ თანახმად Wall Street Journal-ის ცნობისა, ახალ გენდირექტორს მაინც შეაქვს თავისი კორექტივები. როგორც ირკვევა, არსებობს 5 ასპექტი, რომლებშიც ტიმ კუკი გადაუხვევს სტივ ჯობსის გზიდან.
ასპექტი პირველი. უფრო მეტი დიალოგის სტრატეგია
ჯესიკა ვაკსელაროს განცხადებით (Jessica E. Vascellaro), ტიმ კუკი…
…თავის წინამორბედზე უფრო აქტიურად არის ჩაბმული თანამშრომლებთან დიალოგში.
მან უკვე დააგზავნა ელწერილები, რომლებიც მთელი კომპანიის მისამართით არის დაწერილი, სადაც თანამშრომლებს მიმართავს, როგორც „გუნდი“.
ასპექტი მეორე. Apple უფრო მეტად მოქნილი და რბილი ხდება
სტატიაში „Two Months In: A Nicer Apple Under Tim Cook?“ („ორი თვე საჭესთან: Apple-ის გაუმჯობესება ტიმ კუკის ხელმძღვანელობით“) რებეკა როზენი (Rebecca J. Rosen) წერს:
ამ დროისათვის კუკის მიერ წამოწყებული მცირე ცვლილებები კომპანიას საბოლოდ უკეთესს გახდის.
როგორც ჯესიკა ვაკსელარო გვატყობინებს, ტიმ კუკმა წამოიწყო საქველმოქმედო პროგრამა თანამშრომლებისათვის.
ასპექტი მესამე. ტიმ კუკის მეტი ჩართულობა კომპანიის ადმინისტრაციულ დეტალებში
ბოლო კვირეების განმავლობაში ტიმ კუკი მუშაობდა რამოდენიმე ადმინსიტრაციულ საკითხზე, გადაადგილებდა ზოგიერთ თანამშრომელს და კომპანიის ქვეგანყოფილებების რესტრუქტურიზაციით იყო დაკავებული. ამის შესახებ ისევ ჯესიკა ვაკსელარო გვატყობინებს. კერძოდ, ტიმმა შუაზე გაყო Apple-ის საგანმანათლებლო მიმართულება გაყიდვებზე და მარკეტინგზე, რათა გაეუმჯობესებინა ამ განყოფილებების ურთიერთქმედება კომპანიის სხვა განყოფილებებთან.
ასპექტი მეოთხე. კომპანია უფრო გახსნილი ხდება
ჯესიკა ვაკსელაროს მოჰყავს ანალიტიკოსის ტონი საკონაგის ციტატა:
სტივი თავის თავს ყოვლისმცოდნედ თვლიდა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ტიმ თვლის თავის თავს ასეთად.
ამიტომაც კომპანიის ახალი მეთაური უჩვეულოდ ღიაა და საზოგადოებას გაანდო კომპანიის განვითარების ზოგიერთი პერსპექტივის შესახებ.
ასპექტი მეხუთე. ტიმ კუკი გზის დასაწყისშია
როგორც ჯესიკა ვაკსელარო წერს, დადის ხმები, რომ ტიმი იპოვნის ხერხს, თუ როგორ დახარჯოს ნაღდი ფულის 82 მილიარდიანი მასა:
როგორც ჩანს, კუკი მზადაა დახარჯოს თანხა დივიდენდებზე და აქციების გამოსყიდვაზე.
წყარო: theweek.com, pcmag.com, online.wsj.com, theatlantic.com