სიახლეები

შესაძლოა Siri დაემატოს Mac OS X-ში

70views

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საინტერესო ჭორი. როგორც გვატყობინებენ, უახლოეს მომავალში Apple დაამატებს Siri-ს Mac OS X-ში, ანუ სამაგიდე კომპიუტერებში. სრულიად გაუგებარია, თუ რა ხარისხით გამოჩნდება ეს ფუქნცია. შესაძლოა, Siri გახდება Mac OS X Lion 10.7-ის ერთ-ერთი განახლების ნაწილი, შესაძლოა ის გაიყიდოს Apple Mac Store-ში. თუმცა არ გამოვრიცახვთ, რომ ის მხოლოდ 10.8 ვერსიაში გამოჩნდეს 2013 წელს.

პრინციპში ასეთი ნაბიჯი ლოგიკურად შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის მხირდან. Siri „პირველი სალამია“ მომავლიდან, ამიტომ პერსონალური თანაშემწის დამატება კომპიუტერებში არ გამოირიცხება. ამის გარდა Siri თვითგანვითარებადი პროგრამაცაა.

Milk-ის ხელმძღვანელმა, კევინ როუზმა ტვიტერში დაწერა ამასწინათ, რომ Siri OS X Lion-ის ნაწილი გახდება. თუმცა მიუთითა, რომ ეს ჯერ ჭორია.

წყარო: osxdaily.com

Comments

comments

Leave a Response