სიახლეები

რატომ უნდა უხაროდეს Apple-ს Kindle Fire-ის გაყიდვები

45views

ცნობილი ბანკის Barclays Capital ანალიტიკოსის, ბენ რეიცეზის შეხვედრას Apple-ის ტოპ-მენეჯერებთან, ახალი არაფერი მოუტანია სენსაციების თვალსაზრისით — გარდ იმისა, რომ გავიგეთ კუკისა და ოპენგეიმერის დამოკიდებულება 199 დოლარიანი Kindle Fire-ის მიმართ.

კომპანიის კამპუსის ტერიტორიაზე ეფლის ახალმა ხელმძღვანელმა და მისმა ფინანსურმა დირექტორმა განაცხადეს, რომ სრულიად არ არიან შეშფოთებული ბაზარზე ახალი, 7 გოჯიანი მოწყობილობის გამოსვლით: „რაც უფრო მეტი იქნება [Google Android-ის] ფრაგმენტაცია, მით უკეთესია — Apple-ის სტაბილურ პლათფორმაზე გადმომსვლელების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“.

წყარო: Mac Rumors

Comments

comments

Leave a Response