სიახლეები

Apple-მა Google-ს მინიმუმ ორი წლით გაუსწრო

77views

შეძლებს კი Siri გახდეს რეალური საშიშროება Android-ისათვის და Google-ისათვის?

დიახ, აცხადებს გარი მორგენტალერი, ხელოვნური ინტელექტის საკიტხებში ცნობილი ექსპერტი. 2010 წელს Siri იყიდა Apple-მა, 200 მილიონ დოლარად, რის შემდეგაც დაიწყო ამ ტექნოლოგიის ჩანერგვა Apple-ის სმარტფონებში.

მორგენტალერის განცხადებით, დრეისათვის Apple-ს მინიმუმ ორწლიანი უპირატესობა გააჩნია Google-თან შედარებით ამ საკითხში.

„Siri-მ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა შესაძლებელის საზღვრების შესახებ, — ამბობს გარი. — Apple-მა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა, ახლა ადამიანებს შეუძლიათ ესაუბრონ თავის ტელეფონს მათთვის გასაგებ ენაზე. Google-ს თავის მხრივ არ შეუძლია გადადგას ნაბიჯი ხმის უბრალო ამცნობიდან ბუნებრივი დიალოგის გაგებამდე. ამ ბაზარზე არ არსებობს კომპანია, რომელსაც ისინი შეძლებენ რომ იყიდონ“.

ამ დროისათვის საზიებო გიგანტი საჯაროდ ქილიკით მოიხსეინებს iPhone 4S-ის ამ არაჩვეულებრივ ფუქნციას. „მე არ ვთვლი, რომ ტელეფონი თქვენი დამხმარე უნდა იყოს, — აცხადებს ენდი რუბინი, Google-ის ვიცე-პრეზიდენტი მობილურ პლათფრომებში. — ტელეფონი ხელსაწყოა, რომლითაც უნდა ესაუბროთ ვინმეს და არა ტელეფონს“. თუმცა მორგენტალერი დარწმუნებულია: Google-ი გააფთრებული ცდილობს რამენაირად შეაციროს ჩამორჩენა Apple-თან.

წყარო: washingtonpost.com

Comments

comments

Leave a Response