სიახლეები

Mac Pro-ს შესაძლოა გაქრობა დაემუქროს

78views

როგორც ცნობილია, შანსი იმისა, რომ უკვე წელიწადზე მეტი ხანი არ განახლებული Mac Pro ოდესმე განახლდება, წელს სექტემბერში გაჩნდა, როდესაც ცნოლბილი გახდა, რომ Intel-ი აპირებს Sandy Bridge E-ს გამოშვებას ნოემბრის მეორე ნახევარში. სამწუხაროდ, ახალი ცნობების თანახმად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება Apple-ის მხრიდან განახლების გამოშვება.

— თუმცა ითვლება, რომ Apple მუშაობს Mac Pro-ს ახალ მოდელზე, გათვიცნობიერებული წყაროები იუწყებიან, რომ ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ მიმართულების დახურვის შესახებ. მიზეზად სახელდება ძალზედ ძვურად ღირებული Mac Pro-ების გაყიდვების ვარდნა.

გასაკვირი აქ არაფერია: Apple ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ჯიუტად იშორებდა თავიდან „პროფესიულ“ პროდუქტებს — გააუქმა Xserve-ის ხაზი, Final Cut Pro სათამაშოდ აქცია, შესაძლოა 15 გოჯიანი Macbook Pro აქციოს Macbook Air-ად და აი ახლა უკვე Mac Pro-ს ჯერიც დადგა. როგორ არ დავესესხოთ რონ რიკმანს, რომელმაც თქვა:

— ნამდვილ პროფებს აზრიც არ უნდა გაუჩნდეთიმაზე, რომ დამოკიდებულნი იყვნენ Apple-ის პროდუქციაზე. ვინაიდან ამ შემთხვევაში იმედების მსხვრევა გარდაუვალია. იმიტომ, რომ Apple არც კი ფიქრობს თქვენ რომ დაგეყრდნოთ.

წყარო: Apple Insider

Comments

comments

Leave a Response