სიახლეები

Samsung-ი აღარ მოიპარავს Apple-ის დიზაინს

75views

ამ ცოტა ხნის წინ Samsung-ის მობილური დეპარტამენტის მეთაურმა, ჯ.კ. შინმა წარმაოდგინა ახალი ტეელფონი, Samsung Galaxy Nexus-ი საოპერაციო სისტემით Android 4.0 Ice Cream Sandwich. ამ პრეზენტაციაზე ბატონმა შინმა ერთი მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა ახალი კომუნიკატორისა და Apple-თან საპატენტო ბრძოლების შესახებ. სამსუნგის ტოპ-მენეჯერის განცხადებით, Galaxy Nexus-ი დაპროექტდა ისე, რომ თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი კონფლიქტი Apple-ის მხრიდან.

თუ რომელ პატენტებზე იყო საუბარი, კომპანიის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამსუნგი უკვე სერიოზულად უდგება უნიკალურობის საკითხს. სმარტფონზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ განსხვავება: სამსუნგს არა აქვს Home-ღილაკი და ამოღებულია TouchWiz ინტერფეისი.

„ახლა ჩვენ გვერდს ავუვლით ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია და პატენტების საკითხსაც უფრო სერიოზულად მივუდგებით, — განაცხადა შინმა. — პატენტები ძალიან რთულია და ხანდახან ძნელია ისინი განსაზღვრო, მაგრამ სამსუნგი შეეცადა შეემოწმებინა ყველა ცნობილი პატენტი, რომელიც Apple-ს ეკუთვნის და დარწმუნდა, რომ ახალ სმარტფონში არცერთი მათგანი არ დაირღვევა“.

ვნახოთ, რამდენად შეძლებს სამსუნგი ამ ჯერზე სიტყვის შესრულებას და არ დაარღვევს პატენტებს.

წყარო: yonhapnews

Comments

comments

Leave a Response