სიახლეები

სტივ ჯობსის ბიოგრაფია

76views

სტივ ჯობსი დიდხანს ირჩევდა ადამიანს, რომელიც ღირსი იქნებოდა მისი ბიოგრაფია დაეწერა. ბოლოს, მან ამ საქმისათვის უოლტერ აიზექსონი აირჩია — ჟურნალისტი, ალბერტ აინშტაინისა და ბენჯამინ ფრანკლინის ბიოგრაფიების ავტორი. უდაოვოა, რომ ისეთ ადამიანს, როგორიც სტივ ჯობსია, აქვს მოსაყოლი ბევრი რამ მკითხველისათვის, ამიტომაც Apple-ის დამფუძნებელმა დაუყოვნებლოვ დაიწყო თავისი ისტორიის გაზიარება წიგნის ავტორთან. სტივ წესრიგი და სიმარტივე უყვარდა, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობა დაეწყოთ იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო — მაუნთინ ვიუს ერთ-ერთ სახლში.

„ეს სახლი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, — ამბობს უოლტერ აიზექსონი, — და არა მარტო იმის გამო, რომ ეს ის ადგილია, სადაც მან ბავშვობა გაატარა. ეს კედლები, ეს სახურავი — მისთვის ძალიან მნიშვენლოვანი იყო. სტივი ადიდებდა ჯოზეფ ეიჩლერს, ადამიანს, რომელმაც დააპროექტა  ეს სახლი. ის თვლიდა, რომ მან შეძლო არა მარტო სახლის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იყოს საშუალო ფენის ადამიანებისათვის, არამედ მიეცა მისთვის განსაკუთრებული შარმი. ჯობი აღტაცებული იყო შენობის სისადავით და ამასთან ერთად ლამაზი დიზაინითაც. კიდევ სტივმა მაჩვენა ღობე, რომელიც მისმა მამამ ააგო 50 წლის წინ. მან მითხრა, რომ მამა ყველაფერს „სწორად“ აკეთებდა. ღობის ის ნაწილიც კი, რომელიც არ ჩანდა გზის მხრიდან, მნიშვნელოვანი იყო მისთვის“

მაშ ასე, სტივ ჯობსის იდეა, შეეცვალა ჩვენი წარმოდგენა ელექტროტენიკის შესახებ, ჯერ კიდევ ამ სახლში ჩაისახა. ეს „მარტივი სილამაზე“, რომელიც ამჟამად Apple-ის ყველა მოწყობილობაშია, გარს ეხვია კომპანიის მომავალ დამაარსებელს ჯერ კიდევ 50 წლის წინ. უოლტერ აიზექსონისათვის ეს სტივ ჯობსის ცხოვრების მოზაიკის პირველი ნაწილი აღმოჩნდა. მას ჯერ კიდევ ბევრი ნაწილის შეგროვება ელოდა წინ.

უოლტერ აიზექსონი შემთხვევით არ აურჩევიათ: ზუსტად რომ მისმა წინა ნამშევრებმა მიიქცია სტივის ყურადღება. როდესაც ის ფრანკლინისა და აინშტაინის ბიოგრაფიას წერდა, ისინი უკვე გარდაცვლილები იყვენენ, ახლა კი მას მოუწევდა წიგნის მომზადება ცოცხალ ადამიანზე, თუმცა კი სასიკვდილოთ ავადმყოფზე. ჯობსმა სთხოვა უოლტერს, რომ ბიოგრაფია არ ყოფილიყო განმჭვალული სტივის გენიალურობის ეპითეტებით. ავტორს დაევალა აღეწერა ყველაფერი ისე, როგორც ის ამას ხედავდა. სტივი თავის მხრივ დაპირდა არ შეხებოდა ტექსტს. ერთადერთი, რაც სტივმა აირჩია, ეს წიგნის ყდა გახლავთ.

ჯობსი ყველაფერში პირველი იყო. ასევე იქნება მისი ბიოგრაფიის წიგნი: როგორც წესი ასეთი წიგნები, პიროვნების გარადცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ გამოდის. მაგრამ ჩვენ წიგნი მივიღეთ მისი გარდაცვალებიდან 19 დღეში. აი რას ფიქრობს თვითონ ავტორი:

„ამ წიგნში მუდმივად შეხვდებით მომენტებს, რომელლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ნახეთ ახალ ამბებში. ეს არ არის გასაოცარი — Apple-ის შესახებ მუდმივად საუბრობენ! მაგრამ ეს საერთო სურათის მხოლოდ ნაწილია. სტივის ცხოვრების დეტალები დიდად არაა ცნობილი, ხოლო ამის გაგება თითქმის ყველას სურს. ზოგიერთი მომენტი 30 წლამდე მკითხველისათვის გაუგებარიც კი შეიძლება დარჩეს! მაგრამ წიგნი განკუთვნილია არა მარტო ახლა მცხოვრები მკითხველისათვის, არამედ ჩვენი შვილებისთვისაც“

შეგახსენებთ, რომ წიგნი აშშ-ში გაყიდვაში უკვე გამოვიდა ამ ორშაბათს, 24 ოქტომბერს.

Comments

comments

Leave a Response