სიახლეები

Apple-ი ტელევიზორს ქმნის

101views

ის, რომ Apple-ი აპირებს საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას, ჭორები უკვე დიდი ხანია დადის ინტერნეტში. დღეისათვის თითქმის დარმწუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მალე რელობა გახდება. სავარაუდოდ 2012 წლისათვის.

ანალიტიკოსი ჯინ მიუნსტერი Piper Jaffray-იდან წერს, რომ მისი წყაროს ცნობით, Apple-ი უკვე პროტოტიპის დონეზე მუშაობს მაღალი გარჩევადობის ტელევიზორზე.

მიუნსტერმა უკვე დიდი ხანია გამოთქვა დარწმუნება იმის შესახებ, რომ Apple-ი გამოუშვებდა ტელევიზორს — ჯერ კიდევ 2009 წელს წერდა ის ამის შესახებ.

თუ Apple-ი მართლა გამოუშვებს ტელევოზორს 2012 წლის ბოლოს, ანალიტიკოსის აზრით ეს გაზრდის კომპანიის შემოსავალს 3%-ით. 2012 წლის 220 მილიონ ტელევიზორს შორის სავარაუდოდ 1,4 მილიონი იქნება Apple-ის ტელევიზორი.

წყარო: appleinsider.com

Comments

comments

Leave a Response