სიახლეები

სტივ ჯობსი: მე ვიცი როგორიც უნდა იყოს ახალი ტელევიზორი

59views

სტივ ჯობსის ბიოგრაფმა უოლტერ აიზეკსონმა, რომელმაც ჯობსს ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე უამრავი ინტერვიუ ჩამოართვა მისი ბიოგრაფიისთვის, ამბობს, რომ ჯობსმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა: “მე მინდოდა შემექნა ისეთი ტელევიზორი, რომელიც მოსახმარად იქნებოდა ძალიან ადვილი და ამავე დროს შეძლებდა ყველა ყველა თქვენს აპარატურასთან სინქრონიზაციას და მომხმარებელს აღარ დასჭირდებოდა DVD და საკაბელო მიმღების პულტები, უამრავი კაბელები და ექნებოდა ყველაზე მარტივად მოსახმარი ინტერფეისი. მე ვფიქრობ, რომ მივაკვლიე ფორმულას, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ტელევიზორი” .  აიზეკსონი ამბობს, რომ სტივ ჯობსს უნდოდა იგივე ექნა ტელევიზორისთვის, რაც მან ადრე უქნა კომპიუტერს, პორტატულ მუსიკის პლეიერს და ტელეფონს.  როგორც ჩანს, ეს იყო ჯობსის უკანასკნელი დიდი პროექტი და რომელსაც სავარაუდოდ ეპლი წარმოგვიდგენს უახლოეს მომავალში.

წყარო

Comments

comments

Leave a Response