დამდეგი კვირა აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენით Apple-ის ყველა ფანატისათვის. სტივ ჯობსის პირველი და ერთადერთი ავტორიზირებული ბიოგრაფია, რომელიც ვალტერ აიზეკსონმა დაწერა, 24 ოქტომბერს გამოდის გაყიდვაში და ამ წიგნში ბევრ საკითხს აეხდება ფარდა. რაზეც ჩვენ, ალბათ, ვერასოდეს გავიგებდით. სტივ ჯობსი, რომელიც ამ თვის დასაწყისში გარდაიცვალა, ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო. დღემდე მის შესახებ ჩვენ ძირითადად მესამე პირებისაგან ვიგებდით ამბებს.
ზოგიერთმა დასვალეთელმა ჟურნალისტმა უკვე მიიღო ამ წიგნის ასლი და შემდეგ დღეებში ჩვენ გავეცნობით ნაწყვეტებს ამ წიგნიდან. ერთ-ერთი პირველი ამონარიდი გაგვაცნოსბს თითქმის ახალ ეპიზოდს Apple-ის ისტორიიდან. სტივ ჯობსი შეხვდა ერიკ შმიდტს, რომელიც ადრე Apple-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ეს მოხდა 2010 წელს, ხალხის თვალწინ, პალო ალტოს ერთ-ერთ ჩვეულებრივ კაფეში. უცხო თვალისათვის ისე ჩანს, თითქოს ისინი მეგობრულად საუბრობენ.
აღმოჩნდა, რომ სტივმა ერიკი მიიწვია (ან პირიქით) ძალიან სერიოზულ საკითხზე. და ეს საუბარი ძალიან ხისტი ტონით მიმდინარეობდა, როგორც ეს ახასიათებდა Apple-ის ხელმძღვანელს. თავიდან საქმე ეხებოდა HTC-ის ერთ-ერთ სმარტფონს, მაგრამ პრობლემის არსი იყო Android-ის საოპარაციო სისტემა, iOS-ის ძალიან ბევრი „გემრიელობებით“. Apple-მა დაუყონებლივ შეიტანა სარჩელი ამის გამო.
მე დავამტკიცებ, რომ თქვენ არა ხართ მართლები, უკანასკნელ ამოსუნთვამდე და ბოლო ცენტამდე. მე გავანადგურებ Android-ს, ვინაიდან ეს მოპარული პროდუქტია. მე მზად ვარ ეს საქმე ბირთვულ ომამდე მივიყვანო.
მე არ მჭირდება თქვენი ფული. შემომტავაზეთ თუნდაც 5 მილიარდი — მიმიფურთხებია. მე საკმარისად მაქვს ფული. მე მინდა, რომ თქვენ შეწყვიტოთ ჩვენი იდეების გამოყენება Android-ში. მე მხოლოდ ეს მინდა.
— სტივ ჯობსი
ამის შემდეგ სტივმა ერთი გემრიელად შეაგინა Android-სა და Google Docs-ს. მიუხედავად შმიდტის შეთავაზებისა, ჯობსმა განაცხადა, რომ მორიგებაზე არ წავა. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით ერთი რამ: თუ ტიმ კუკს მართლა სურს დაემსგავსოს თავის უფროსს, არანაური გარიგება არ მოხდება Samsung-თან.
წყარო: 9to5mac