სიახლეები

Google-ისა და Microsoft-ის ხელმძღვანელები არ აღიქვამენ Siri-ს სერიოზულად

84views

Google-ისა და Microsoft-ის ხელმძღვანელებმა ჰონკონგში ჩატარებულ AllThingsD-კონფერენციაზე გამოთქვეს საკუთარი ეჭვი iPhone 4S-ის ახალი ფუქნციის, Siri-ს სარგებლიანობაზე.

4 ოქტომბრის პრეზენტაციაზე Apple-ის წარმომადგენლებმა თანაშემწე პროგრამა წარმოადგინეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია ახალ სმარტფონში. ის საშუალებას გვაძლევს ვმართოთ მოწყობილობა, ავკრიფოთ ტექსტური და საფოსტო გზავნილები, განვახორციელოთ ძებნა ინტერნეტში, შევქმნათ შეხსენებები და მრავალი სხვა. პირველმა მიმომხილველებმა მაღალ დონეზე შეაფასეს Siri-ს მუშაობა. ამ დროისათვის ის მხოლოდ რამდენიმე ენაზე მუშაობს.

თუმცა თუ რიგითი მომხმარებლები ერთს ამბობენ, სულ სხვას ამბობენ Google-ისა და Microsoft-ის ხელმძღვანელები. ენდი რუბინი, Android-ის პლათფრომის ხელმძღვანელი Google-ში საერთოდ არ თვლის, რომ ტელეფონი დამხმარე უნდა იყოს.

— თქვენი ტელეფონი — კომუნიკაციის საშუალებაა. თქვენ არ გჭირდებათ თელეფონთან ურთიერთქმედება, არამედ ვინმესთან ამ ტელეფონის საშუალებით, — განაცხადა მან. ამ დროს რატომღაც დაავიწყდა იმ ხმოვანი ძებნის პროგრამის შესახებ, რომელიც Google-ის მიერ აქტიურად არის დარეკლამებული.

დაახლოებით იგივეს ამბობს ენდი ლისი, Microsoft Windows Phone-ის დეპარტამენტის უფროსი:

— არა მგონია, რომ ფუქნცია Siri რამდენადმე საჭიროა, — განაცხადა მან. მისი სიტყვებით, Windows Phone 7-ს აქვს ხმოვანი ძებნის ფუნქცია, რომელიც სრულიად წარმოაჩენს „ინტერნეტის ყველა შესაძლებლობას და არა მხოლოდ ცალკეული სევისებისა“.

ბლოგის ეტიკეტი არ მაძლევს უფლებას ზუსტად ის დავწერო ამ ბაჟბატონების შესახებ, რასაც მე მათზე ვფიქრობ.

უბრალოდ მათ სინდისზე იყოს მათი გამონათქვამი.

წყარო: AppleInsider.com

Comments

comments

Leave a Response