სიახლეები

Apple.com-ს სტანდარტული იერსახე დაუბრუნდა

81views

9to5mac-ის ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ კუპერტინოში სტივ ჯობსის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების შემდეგ Apple-ის მთავარ გვერდს დაუბრუნდა ძველი იერსახე iPhone 4S-ის რეკლამითურთ.

ეს მოხდა ღონისძიების ჩატარების შემდეგ ღამეს. სტივის მემორიალური ფოტო განთავსებული იყო კომპანიის საწყისს ვებ-გვერდზე ორ კვირაზე ცოტა მეტი ხანი. მაგრამ სტივისადმი მიძღვნილი გვერდი არ წაუშლიათ მისი მოძიება შესაძლებელია ამ მისამართზე. სასიამოვნოა ისიც, რომ კომპანიაში შეასრულეს სიტყვა და მუდმივად ანახლებენ ამ გვერდს იმ წერილებით, რომლებიც მოდის ჯობსის ფანებისაგან. თუ გსურთ თქვენც მისწეროთ რაიმე, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ამ მისამართიდან.

წყარო: 9to5mac.com

Comments

comments

Leave a Response