სიახლეები

გუგლი და მაიკროსოფტი Siri-ს შესახებ

82views

ჰონკ კონგში მიმდინარე უოლ სტრიტ ჯორნელის მიერ ორგანიზებულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე “AllThingsD”-ზე გუგლის და მაიკროსოფტის ლიდერებმა ინტერვიუში განაცხადეს, რომ არ სჯერათ ხმოვანი ასისტენტის საჭიროების ტელეფონში. კერძოდ, გუგლის ვიცე-პრეზიდენტმა მობილური ტექნოლოგიების საკითხში ენდი რუბინმა თქვა, რომ “ტელეფონი არ უნდა იყოს შენი ასისტენტი.  ტელეფონთან კონტაქტი არაა საჭირო. ტელეფონი კომუნიკაციის საშუალებაა და უნდა მისით უნდა ეკონტაქტო სხვა ადამიანებს”.

მაიკროსოფტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ” მომხმარებლებს შეუძლიათ ელაპარაკონ თავიანთ ვინდოუსიან ტელეფონებს, ხოლო იმ სახით ურთიერთობა, როგორც ეს აიფონის Siri-თან ხდება, არაა მაინცდამაინც გამოსადეგი”. საინტერესოა, როდიდან დაიწყებენ გუგლი და მაიკროსოფტი ხმოვანი ასისტენტის იმ სახით დანერგვას თავიანთ პროდუქტებში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როდესაც ეს ორი კომპანია ეპლის ყველა ინოვაციას კრიტიკით ხვდებოდა, ხოლო მომდევნო წლებში კი აქტიურად იწყებდნენ იგივე ტექნოლოგიების გამოყენებას თავიანთ პროდუქტებში.

Comments

comments

Leave a Response