სტივ ჯობსის საფირმო სვიტერმა ისეთ საკულტო სტატუსს მიაღწია მისი სიკვდილის შემდეგ, რომ მასზე მოთხოვნამ დიდად გადააჭარბა მიწოდებას — ამ მომენტში მწარმობელ კომპანიას St. Croix Collections აღარ დარჩა არცერთი ეგზემპლარი და თუ თქვენ გადაწყვეტთ ამ სვიტერის შეძენას, ორიოდე თვე მოგიწევთ მოცდა.
მაგრამ მოდით გავარკვიოთ, თუ საიდან გაჩნდა ჩაცმის ეს მანერა, რატომ იცვამდა სტივი ასე? ეს ისტორია სრულად მოთხრობილია ვალტერ აიზექსონის წიგნში „სტივ ჯობსი“, რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში. წიგნიდან პატარა მონაკვეთი ავტორის ნებართვით გამოქვეყნდა საიტზე Gawker.com:
ოთხმოციანი წლების დასაწყისში სტივ ჯობსი იაპონიაში გაემგზავრა საქმიანი ვიზიტით. კორპორაცია Sony-ში ის დაინტერესდა და ჰკითხა აკიო მორიტას, სონის ზელმძღვანელს — რატომ ეცვათ კომპანიის თანამშრომელბს ერთნაირი ტანისამოსი? პასუხი შემდეგი იყო: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელი იყო ტანსაცმლის შოვნა. კომპანია სონიმ გადაწყვიტა ეზრუნა თანამშრომლებზე და ყველას შეუძინა ერთნაირი ტანსაცმელი. წლების შემდეგ ასეთმა ჩაცმულობამ კომპანიაში ჩამოაყალიბა ერთგვარი საფირმო სტილი. „მე გადავწყვიტე, რომ ანალოგიური სიბოლიკა ცუდი არ იქნებოდა Apple-ისთვისაც“, — იხსენებდა ჯობსი.
ამისათვის სტივმა იმავე დიზაინერს მიმართა, რომლემა იმუშავა სონის თანამშრომლების ჩაცმულობაზე, ისი მიაკეს. მან რამოდენიმე ტიპის ნიმუში შესთავაზა სტივს და ისიც ამ ნიმუშებით დაბრუნდა აშშ-ში. მაგრამ Apple-ის თანამშრომლებმა კატეგორიულად არ ისურვეს ერთნაირად ჩაცმა.
სტივ ჯობსმა გადაწყვიტა თავის თავისათვის შეეკერინებინა ასეთი უნიფორმა. „მე ვთხოვე ისის დაემზადებინა ჩემთვის რამოდენიმე სვიტერი. მან მე დაახლოებით ასამდე ცალი დამიმზადა“, — ყვებოდა ამ ისტორიას ჯობსი შემდგომში.
წყარო: Gawker