პლათფრომა, რომელიც აგვისტოში iOS-ის ყველაზე პერსპექტიულ კონკურენტად ითვლებოდა, ხვალ, 12 ოქტომბერს ერთი ნაბიჯით იქნება დაშორებული ჭეშმარიტების მომენტს — ჭირების მიხედვით, Hewlett Packard-მა უკვე დაასრულა წინასწარი მოლაპარაკება იმ ქვე-განყოფილების გაყიდვის შესახებ, რომელიც დაკავებულია WebOS-ით. ასე რომ ოთხშაბათს დაგეგმილ საერთო თათბირზე შეიძლება გაიჟღეროს პლათფორმის საბოლოო განაჩენმა.
სიმართლე რომ ითქვას, ხვალინდელი მოვლენების განვითრების მხოლოდ ორი გზა არსებობს: ან კომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს გარდაქმნას WebOS-განყოფილება შვილობილ კომპანიად, ან — Hewlett Packard-ის ეს ნაწილი გიყიდება მესამე მხარეზე. ერთ-ერთ პოტენციურ მყიდველად სახელდება Amazon-ი, რომლის მრავალრიცხოვანი „კინდლები“ უკვე მუშაობს Linux 2.6.26-ზე და იმდენად გადაკეთებულ Android 2.3-ზე, რომ მშობელი დედაც კი ვერ იცნობს მას.
წყარო: Apple Insider