Apple-ის ფინანსურ დირექტორთან, პიტერ ოპენჰეიმერთან შეხვედრისას, კომპანიის ინვესტორმა, კიშორ რაომ მოითხოვა კომპანიის მილიარდიანი მოგებების დივიდენდებში გადაყვანა.
კომპანია-პარტნიორის განცხადების თანახმად, Apple-ში სიტუაცია საიმედოა.
მათ არ სჭირდებათ ფული ასეთი კოლოსალური რაოდენობით. თუ Apple-ი გადაუხდის დივიდენდებს ყველას — ეს არ დაამუხრუჭებს კომპანიას განვითარებაში და არანაირად არ აისახება მის ფინანსურ კეთილდღეობაზე — ამბობს კეით გოდარდი, Capital Advisors Inc.
ჯობსის 1997 წელს კომპანიაში დაბრუნებიდან, მოგების განაწილების საკითხებით ირიბად ის იყო დაკავებული. ფულადი მარაგები ბანდდებოდა პერსპექტიულ მაკომპლექტებლებში და გროვდებოდა სასწყობო მარაგების დიდი მოცულობა. ოპენჰეიმერის განცხადებით, ოახლოეს ორ წელიწადში Apple-ი გააგრძელებს ამ პრაქტიკას და დააბანდებს 3,9 მლრდ. დოლარს ჯერ-ჯერობით უცნობ კომპონენტში მოწყობილობისათვის, რომელიც ჯერ არ გამოსულა ბაზარზე.
კომპანიის მოგებამ, რომელიც მესამე კვარტალში 7,31 მლრდ. დოლარი გახდა, გაზარდა Apple-ის ყულაბა. 15%-ით გაზრდილი აქციები არ ჩამოიშალა სტივ ჯობსის კომპანიიდან წავლის განცახდების შემდეგ, არც მისი სიკვდილის შემდეგ.
დღეს კომპანიის აქციის ფასი 388,81 დოლარია, კაპიტალიზაცია — 360,46 მილიარდი დოლარი. ეს 37%-ით მეტია, ვიდრე Microsoft-ის (225,71) და 52%-ით მეტი, ვიდრე Google-ის (173,45).
სტივის ჯერ ავადმყოფობამ, ხოლო შემდგომში სიკვდილმა უდავოდ შეარყია ვაშლოვანის ნაკრძალი, შესაბამისად აქციონერები ცოტათი დაპანიკდნენ და მოითხოვეს აქციების გამოსყიდვა. ახლა ოპენჰეიმერს რთული საქმე მოელის — დაარწმუნოს აქციების მფლობელები, არ გაყიდონ აქციები და არ მოითხოვონ დივიდენდები.
წყარო: TET