სიახლეები

ახალ iPhone 4S-ის ოპერატიული მეხსიერება – 512 MB, ისევე, როგორც iPhone 4-ში

76views

ორი წყაროს მონაცემების მიხედვით, ახალი თაობის აიფონებში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იგივე იქნება, რაც ძველ მოდელში.

დონალდ მასტერდს (Donald Mustard), Epic Games-ის კრეატიულ დირექტორს ამასწინდელ ინტერვიუში წამოსცდა ამის შესახებ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ Blade 2-ის დემო-ვერსია მომზადდა და ნაწილი გახდა iPhone 4S-ის პრეზენტაციისა, მასტარდის კომენტარი შეგვიძლია ჩავთვალოთ პირველწყაროდ. როგორც ცნობილია, Apple დეველოპერების ვიწრო წრეს საშუალებას აძლევს გაეცნონ ახალ პროდუქტს მის გამოშვებამდე, რათა მხოდეს ამ ახალი პროდუქტის ყოველმხრივი მომზადება და ტესტირება.

კიდევ ერთი წყარო, რომელიც იგივე ინფორმაციას ადასტურებს, ერთ-ერთი ჩინური ბლოგია.

ახალ პროცესროზე გადასვლასთან ერთად, რომელიც ასევე გამოიყენება iPad 2-ში, Apple-ი ზუსტად იმეორებს ამ უკანასკენელის მახასიათებლებს ახალ პროდუქტში.

ლოგიკურია ვიმსჯელოთ, რომ გაისად ახალ iPad 3-ში ოპერატიული მეხსიერება 1 გბაიტი გახდება.

წყარო: appleinsider.com

Comments

comments

Leave a Response