სიახლეები

საქართველო და კერძოდ თბილისი დაემატა Google Maps-ში

87views

მიუხედავად გუშინდელი, ემოციებითა და მწუხრით აღსავსე დღისა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რაც მე მგონი ყველა საინფორმაციო საშუალებას გამორჩა. ამიტომ ვიტოვებ „პირველაღმომჩენის“ უპირატესობას და შევეცდები გაგაცნოთ, თუ რაზეა საუბარი.

საუბარი კი გახლავთ Google-ის რუკებზე, სადაც საქართველო დიდი ხნის განმავლობაში თეთრ ლაქად იყო ნაჩვენები. ერთადერთი, რისი ნახვაც შეგვეძლო, იყო თანამგზავრული სურათები, არცთუისე კარგი ხარისხის.

სამაგიეროდ აშშ-ს, ევროპის და სხვა ქვეყნების ტერიტორეიბზე ისეთი რამეები ხდებოდა, რომ ყურებჩამოყრილ ქართველებს მხოლოდ ისღა დაგვრჩენოდა, რომ ნერწყვები გვეყლაპა.

გუგლის რუკებზე თანდათან ზალიან ბევრი სერვისი დაემატა. შენობების დეტალიზაცია, იზომეტრიული გამოსახულება (ნახეთ ნიუ იორკის რუკა, მაგარია).

სვლაგეზის გამოთვლა, რაგინდარა მეთოდით: ფეხით, ავტომობილით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ქუჩის ხედიც კი გააკეთეს „სიკეთის იმპერიაში“ — ნუ შეგიძლია ვირტუალურად იმოგზაურო ნებისმიერ ქალაქში, ვითომ ავტომობილში ზიხარ.

და აი გუშინ გუგლმა ზედმეტი ხმაურისა და ტაშ-ფანდურის გარეშე „გამოაგორა“ თბილისი. გამიხარდა-მეთქი რომ გითხრათ, არაფერი მითქვია, იმის ტოლფასი იქნება. როგორც იქნა, ამდენი წლის შემდეგ ჩვენი პატარა, ლამაზი ქვეყანა დაემატა გუგლის რუკას.

რას გვიქადის ეს ჩვენ? ზუსტად რომ ჩვენ, ტურისებისათვის ისედაც ძალიან კარგია. მე მაგალითად ამიერიდან შემეძლება Apple-ის ღონისძიებების ჩატარებისას ზუსტად მივუთითო მეგობრებს ინტერაქტიულ რუკაზე ის ადგილი, სადაც მოხდება შეკრება.

ამის გარდა, ჩემს სამსახურში ვაპირებთ ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი iOS-აპლიკაციის შექმნას, სადაც საჭიროა ყველა ჩვენი ობიექტის დატანება რუკაზე (ობიექტები ბევრი გვაქვს) და მომხმარებლისათვის ამის ჩვენება. და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი კარგ რამეში შეიძლება რომ გამოგვადგეს ეს რუკა.

ახლა მე გაჩვენებთ კიდევ რამოდენიმე ეკრანულ სურათს ჩემი iPhone 4-იდან, სადაც ტესტირებისათვის გუგლის რუკას გავათვლევინე სვლაგეზი ჩემი სამსახურიდან ჩემს სახლამდე

Comments

comments

Leave a Response