სიახლეები

ბოლო წუთების ჭორები: iPhone 4S-ის ფასი

97views

სულ რაღაც ერთ საათში დაიწყება ახალი პროდუქტების პრეზენტაცია კუპერტინოში, ტიმ კუკის მეთაურობით. ჩვენ უკვე თითქმის უკვე ვიცით, თუ რა პროცესორი ექნება ახალი აიფონს, რამდენი მეხსიერება, როგორი კამერები და როგორი იქნება გარეგანი სახე. მაგრამ, აი რა ეღირება? რამდენზე დაეცემა iPhone 4-ის ფასი?

9to5Mac-ის ბიჭები, რომლებსაც როგორც ყოველთვის, საიმედო წყაროები ყავთ კუპერტინოში, ამტკიცებენ, რომ 64 გბაიტიანი აიფონი იმდენივე ეღირება, რამდენიც ღირს 32 გბაიტიანი iPhone 4, ხოლო 32 გბაიტიანი შესაბამისად ჩაანაცვლებს 16 ბიტიან iPhone 4-ს ფასთა იერარქიაში.

თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ გამოდის, რომ  აშშ-ში 64 გბაიტიანი უნდა ღირდეს 299 დოლარი, 32 გბაიტიანი 199 დოლარი, ხოლო 16 გბაიტიანი — 99 დოლარი. 8 გბაიტიანი iPhone 4 ალბათ ეღირება 49 დოლარი და შეცვლის iPhone 3GS-ს. ეს ფასები რათქმაუნდა ძალაშია მხოლოდ აშშ-ში და ისისც მობილურ ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმებისას.

და მაინც, უცნობია, თუ რა ბედი ეწევა 32 და 16 გბაიტიან iPhone 4-ს? ლოგიკას თუ მივყვებით, გამოდის, რომ 16-იანი iPhone 4 მოხვდება სადღაც 49 და 99 დოლარს შორის, ხოლო 32 გბაიტიანი უკვე არანაირ ნიშაში აღარ ჯდება.

წყარო: 9to5mac.com

Comments

comments

Leave a Response