სიახლეები

Apple-მა ამოიღო iTunes Store-იდან iPod classic-ის თამაშები

114views

ქსელში მოარული ხმების ფონზე, თითქოსდა iPod Clasic-ი და iPod Shuffle-ი წარმოებიდან უნდა მიხსნასო, Apple-მა ამოიღო iTunes Store-ის კატალოგიდან კლასიკური დამკვრელის თამაშობები. პრინციპში მისი ეს ქმედება შეძლება ამ ხმების დასტურად ჩაითვალოს და შეგვიძლია კლასიკური დამკვრელები გამოვიტიროთ.

ამ ბოლო დრომდე iPod Classic-ის თამაშობების ჩამოტვირთვა iTunes-ის საშუალებით იყო შესაძლებელი — შესაბამისი პუნქტი სულ ბოლოში იყო განთავსებული. თუმცა რამდენიმე დღის წინ ის გაქრა…

პირველი თამაშები 2006 წელს გამოჩნდა, App Store-ის შექმნამდე 2 წლით ადრე. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ Apple-მა მასსზე ჩაატარა ბეტა-ტესტირება. 2011 წლის მდგომარეობით 50-მდე თამაში იყო წარმოდგენილი iPod Classic-ისათვის, თითოეულის ფასი 7,49 დოლარი. თავისთავად, რომ ეს ზღვაში წვეთია iOS-ის ასორტიმენტთან შედარებით.

ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ iPhone 5-ის გაყიდვების გაშვება გახდება Apple-ისათვის ის წერტილი, რომლის შემდეგაც კომპანია ძირითად აქცენტს iOS-ზე გააკეთებს. ყველა არაპროფილური მიმართულება დაიხურება და წარსულს ჩაბარდება.

წყარო: AppleInsider.com

Comments

comments

Leave a Response