სიახლეები

Timeline — ახალი პროფილი Facebook-ში

382views

დღიდან Facebook-ის გაჩენისა, პროფილის გვერდი საშუალებას გაძლევდათ მოგეყოლათ საკუთარი თავის შესახებ გერშემო მოყოფთათვის. აქ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვაინტერესებს, გვაღელვებს, მოგვწონს, ან რაც ჩვენთვის საინტერესოა, დაწყებული წაკითხული სტატიის შესახებ შთაბეჭდილებებით, დასრულებული ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების ფოტოსურათებით.

პროფილის გვერდის განვითარება

Facebook-ის არსებობის გარიჟრაჯზე, პროფილის გვერდზე მხოლოდ ძირითადი ინფორმაცია იწერებოდა — სახელი, ფოტო, სკოლაში შესვლის თარიღი და ა.შ. ანუ როგორც წესი ისეთი სახის მონაცემები, რომლებსაც მოუყვებოდით ახლად გაცნობილ ადამიანს თქვენს შესახებ.

დროთა განმავლობაში პროფილის გვერდი განვითარდა, რათა უფრო შესაბამისი გამხდარიყო თქვენი მეგობრებთან ურთიერთობისა. ახლა ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ გასული გამოსასვლელი დღეების ფოტოები და მოუყვეთ მეგობრებს, თუ როგორ ხასიატზე ხართ დღეს.

ვინაიდან აქცენტი კეთდება უკანასკნელ მოვლენებზე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია თანდათან იკარგება პროფილის გვერდიდან. სკოლის დამთავრების ფოტოების ადგილს იკავებს შეტყობინება, თუ რა მიირთვით დილით საუზმეზე.

წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით შეხვდით მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. რისი გაგება უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუ როგორ მოიმზადა მან დილით ერბო-კვერცხი, თუ როგორ მიაღწია ოცნების სამსახურს დაუღალავი შრომით?

ამჟამინდელ სიტუაციაში ისტორიათა 99%, რომლებსაც აქვეყნებთ პროფილში, დროთა განმავლობაში ქვემოთ „იძირება“. ერტადერთი საშუალება მათ გამოსაჩენად არის, რომ აჭიროთ ბმულზე „ძველი ჩანაწერები“.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა, მყისეულად რომ შეგვძლებოდა ჩანაწერების მოძიება და ყველაზე ძვირფასი მოგონებების ერთ ადგილას თავმოყრა.

წარმოგიდგენთ Timeline-ს — პროფილის გვერდის ახალი ტიპი

Timeline-ში ინახება თქვენი ყველა პუბლიკაცია, რომელიც რომ ოდესმე დაგიწერიათ თქვენს პროფილში. ამიერიდან ისინი აღარ გაქრება ახალი ჩანაწერების დამატების გამო.

Timeline-ი უფრო მეტ შესაძლებლობებს გაძლევთ და უფრო თვალსაჩინოა. პირველი, რაც მოხვდებათ თვალში, უზარმაზარი ფოტო გვერდის ზედა ნაწილში. ეს თქვენი გვერდის ყდაა და თქვენ თვითონ ირჩევთ, რომელ ფოტოს განათავსებთ.

ფოტოს ქვეშ იხილავთ ყველა თქვენს პუბლიკაციას და ფოტოებსს, რომლებიც ქრონოლოგიურად არის დალაგებული. შეგიძლიათ განსაკუთრებულად მონიშნოთ რომელიმე სტატუსი და აგრეთვე დამალოთ ის, რისი ჩვენებაც არ გსურთ.

შევავსოთ თეთრი ლაქები

თუ რომელიმე მნიშვნელოვანი მომენტი თქვენი ცხოვრებიდან ვერ მოხვდა ადრე თქვენს პროფილში, ახლა გაქვთ შესაძლებლობა დაამატოთ დროის ბილიკზე შესაბამის ადგილას თარიღით და აღწერით.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მოქმედებათა პერსონალური სიით. მასში გამოისახება ყველაფერი, რაც ოდესმე გამოგიქვეყნებიათ Facebook-ზე. დააწკაპუნეთ ნებისმიერ სტატისზე, მისი Timelne-ში გამოსაქვეყნებლად.

დაამატეთ Timeline-ში აპლიკაციების შეტყობინებები

ახალი პროფილის შემოსვლასთან ერთად გაჩნდება ახალი ტიპის აპლიკაციები, რომელთა საშუალებითაც შეგეძლებათ გამოაქვეყნოთ ყველაფერი, რაც თქვენი აზრის საინეტრესოა — მუსიკა, რეცეპტები და მარავალი სხვა.

ამ აპლიკაციების დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა საკიტხები აინტერესებთ თქვენს მეგობრებს. ასევე შეგიძლიათ მიუერთდეთ მათ, მაგალითად ერთად მოუსმინოთ ერთი და იგივე სიმღერას, ან ერთად უყუროთ სატელევიზიო გადაცემას.

აპლიკაციებით სარგებლობა უკვე ახლავეა შესაძლებელი, Timeline-ი ცოტა ხანში ჩაირთვება ყველასათვის.

ახალი პროფილის მეშვეობით თქვენ და ტქვენი მეგობრები ერთად შეძლებთ შექმნათ ცხოვრების სხვადასხვა მომენტები — ყოველდღიური წვრილმანიდან დაწყებული, უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებით დამთავრებული.

Comments

comments

Leave a Response