სიახლეები

Amazon-ისა და Google-ის პლანშეტების წარმატება საეჭვოა

Amazon.com President, Chief Executive and Chairman Jeffrey Bezos speaks with employers and attendees at the Consumer Reports headquarters in Yonkers, New York, May 11, 2011. REUTERS/Mike Segar
292views

დარგის ინსაიდერები თვლიან, რომ Android-ის განახლებულ ვერსიაზე (Ice Cream Sandwich) მომუშავე Amazon-ისა და Google-ის პლანშეტების წარმატება iPad-ის არსებობის ფაქტორის გათვალისწინებით, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მას შემდეგ, რაც ისეთმა მსხვილმა მწარმოებლებმა, როგორებიც არიან Research in Motion, Motorola და Hewlett-Packard, მარცხი განიცადეს პლანშეტების ბაზარზე iPad-თან კონკურენციაში. ბაზრის დანარჩენმა მოთამაშეებმა გადაწყვიტეს არ გაერისკათ და არ ჩაბმულიყვნენ ლიდერთან ბრძოლაში. გამოცემამ DigiTimes გასულ ხუთშაბათს გვამცნო, რომ ნოუთბუკების მწარმოებლები ფრიად პესიმისტურად არიან განწყობილნი პლანშეტური ბაზრის წარმატებით განვითარების საკითხში iPad-ის ფაქტორიდან გამომდინარე.

იგივე მწარმოებლები თვლიან, რომ Google-ის განახლებული ოპერაციული სისტემა ვერ შეძლებს iPad-ის საბაზრო დომინირების გადალახვას. ანგარიშგებაში ნათქვამია:

„დარგობრივი წყაროების განმარტებით, ბაზრის მონაწილეებმა, რომლებიც Apple-ს კონკურენციას უწევენ, უნდა დაიცადონ, სანამ არ გამოვა Android-ის ახალი ვერსია, ან Windows 8, რათა შეეცადონ ბაზარზე შესვლა და Apple-თან ბრძოლა“.

ზოგიერთი თვლის, რომ მოთხოვნა პლანშეტურ კომპიუტერებზე დაიკლებს, ფაქტიურად გაიმეორებს ნეტბუკების ბაზრის სიტუაციას და მოთამაშეთა რიგებიდან გარიყავს Acer-ის მსგავს კომპანიებს. მათი აზრით, ტრადიციული ნოუთბუკების ბაზარი მაშინ გამოცოცხლდება, როდესაც მომხმარებელთა ინტერესი პლნშეტებისადმი დაიკლებს.

სხვა ანგარიშგებაში ასე ნათქვამია, რომ Amazon-ის პლანშეტს, რომელიც ამა წლის მეოთხე კვარტალში გამოვა, ფრიად გაურკვეველი მომავალი ელოდება. კერძოდ გამოცემას მოყავს დარგობრივი ინსაიდერების სიტყვები იმის შესახებ, თუ რამდენად უნდა იყვნენ საცალო გაყიდვების წარმომადგენლები 7 გოჯიანი პლანშეტის წარმატებული გაყიდვებით დაიმედებულნი, მაშინ როდესაც ლიდერობა ხელში ჩაიგდო 9.7 გოჯიანმა iPad-მა.

iPad-ისა და სხვა პლანშეტების გარდა 10 გოჯიან ფორმ-ფაქტორში, პლანსეტების ბაზარი აგრეთვე წარმდოგენილია 7 გოჯიანი მოდელებით. გასულ წელს სტივ ჯობსი ამბობდა, რომ მისმა კომპანიამ დახურა 7 გოჯზე ნაკლები ზომის პლანშეტების საკითხი, ვინაიდან მომხმარებელთა მრავალრიცხოვანმა გამოკითხვებმა და ტესტირებამ აჩვენა ამ ზომის პლანშეტების ნაკლებკომფორტულობა.

წყაროებმა კომპონენტების მოწოდების ჯაჭვიდან აგრეთვე გამოთქვეს ეჭვი იმის შესახებ, შეძლებს თუ არა Amazon-ი 4 მილიონი ერთეული პლანშეტის მიწოდებას 2011 წლის ბოლოსათვის. ისინი აგრეთვე ეჭვობენ Kindle-ის წამრატების გამეორებას.

წყარო: appleinsider.com

Comments

comments

Leave a Response