სიახლეები

Microsoft აღფრთოვანდა ჯობსის პატენტებით

361views

მოდით ძალიან მკაფიოდ გავყოთ ნებისმიერი მსხვილი კონფლიქტის სხვადასხვა საინფორმაციო ველი. სიტუაცია, რომელიც ყალიბდება კუპერტინოს კულისებში, ისევე როგორც მისი კონკურენტების ხელმძღვანელთა კაბინეტებში, ხშირად მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც მათზე ამბობენ მათი წარმომადგენლები მედიასთან კონტაქტისას. სტივ ჯობსი, ნებისმიერ ხელსაყრელ დროს ცდილობდა დაეკნინებინა Microsoft-ის პროდუქტების ღირსება და ამავდროულად არ მალავდა, რომ სიმპათიით იყო განწყობილი ბილ გეითსის საქმისადმი მიდგომის მანერისადმი. მოწინააღმდეგე მხარის პატივისცემა — სავალდებულო რამ არის ნებისმიერი მხარისათვის, ამიტომაც „პაწარბილელების“ ამასწინდელ განცხადებაში არაფერია გასაოცარი.

ბილ ბაკსტონმა, ინოვაციური კომპლექსის Xerox PARC-ის ყოფილი მკვლევარმა და ამჟამად Microsoft Research-ის თანამშრომელმა, განაცხადა, რომ სტივ ჯობსის სახელი, რომელიც Apple-ის მთელ რიგ პატენტებში ფიგურირებს, არ იყო „მიწერილი“ მხოლოდ პოპულისტური მიზნებისათვის. Apple-ის დამფუძნებელი მოხსენიებულია, როგორც 313 პატენტის ერთ-ერთი ავტორი. აქედან 30 საპატენტო ბიუროში შეტანილია სტივ ჯობსის, როგორც მთავარი ავტორის სახელით.

გამომდინარე საკუთარი გამოცდილებიდან, მე უდავოდ ვთვლი სტივ ჯობსის მონაწილეობას ამ პატენტების შექმნის საკითხში. Apple არ არის იმდენად სულელი, რათა დაუმსახურებლად მიაწეროს საკუთარ პატენტს ასეთი დონის ადამიანის სახელი. ასეთ ქმდებას შეუძლია არა მარტო გამოიწვიოს პრეცენდენტი, რომ პატენტი აღიარებული იქნას როგორც არამოქმედი, არამედ დიდი ზიანიც მიაყენოს კომპანიის რეპუტაციას. Apple-ს შეუძლია სხვადასხვა რამ მოიმოქმედოს, მაგრამ სისულელეს არ ჩაიდენს.

ბილმა აღნიშნა, რომ ტუმცა სტივ ჯობსი დასახელებულია 200 სხვადსხვა პატენტში ამათუიმ პროდუქტის დიზაინის საკითხში, პრინციპიალური გადაწყვეტილება მაინც ჯონათან აივის მიერ არის მიღებული. ბაკსტონის აზრით, ეს წარმოადგენს კარგ მაგალითს სხვა კომპანიებისათვის, რომლებმაც აგრეთვე უნდა იყოლიონ ხელმძღვანელობაში ადამიანი, რომელიც სრულიად იქნება პასუხისმგებელი პროდუქტის დიზაინზე.

სტივ ჯობსი არასდროს არ ყოფილა და არც ახლა არის დიზაინერი. ვეჭვობ, რომ ის თავის თავს ასეთად არც თვლიდა. ის საუბრობდა Apple-ის წარმატებაზე, სამომხმარებლო გამოცდილებიდან გამომდინარე. ვთვლი, რომ ეს — ყველაზე კარგი მიდგომაა საქმისადმი. სტივ ჯობსი — ერთ-ერთი ყველაზე დიადი მართველია და ამის გამო მას ყოველთვის პატივს მიაგებენ.

წყარო: AppleInsider.com

Comments

comments

Leave a Response