სიახლეები

არანაირი iPad 3 შემდეგ წლამდე!

310views

როგორც ყოველთვის ხდება: ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უთხრა, მეორემ მესამეს გადასცა, მოკლედ, გაფუჭებული ტელეფონი… შედეგად ხდება ის, რომ სამსახურშიც და მეგობრების წრეშიც პირველი რასაც მეკითხებიან არის: „ვიყიდო ახლა iPad-ი? ამბობენ ერთ კვირაში გამოდისო…“. ბატონებო! მეგობრებო! ძმანნო-და-დანნო! არც ერთ კვირაში და არც მეტში, iPad-ი არ გამოვა გაყიდვაში. ზუსტად ამაზე გვიამბობს ვებ-რესურსი AllThingsD.com, ბანკის J.P.Morgan ანალიტიკოსზე მარკ მოსკოვიცზე დაყრდნობით.

„ბოლო თვეებში ინსვესტორებს შორის პოპულარული გახდა ჭორი, თითქოს შემოდგომაზე ახალი აიპადი იხილავდა დღის შუქს“, წერს მოსკოვიცი თავის წერილში კლიენტებს. „ჩვენი ბოლო კვლევები ცხადყოფენ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ვივარაუდოდ წელს ახალი iPad-ის წარმოებაში გაშვება… საწარმოო ჯაჭვში უკვე არის პოტენციური მოწყობილობის პროტოტიპები, მაგრამ ინდუსტრიის წევრებთან ურთიერთობით შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ ახალი პლანშეტი 2012 წელს გამოვა“.

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ Apple-ს დღეისათვის არ გააჩნია არანაირი საფუძველი, გამოუშვას ახალი მოწყობილობა. ამჟამინდელი ვერსია იმდენად დაბალანსებული გამოვიდა, რომ კონკურენტებს მის ანალოგებამდე ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სავალი. ხოლო ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიის გამოსვლისთანავე კონკურენტები კიდევ უფრო ჩამორჩებიან. და არ გვინდა ახლა იმაზე საუბარი, თუ რამდენდაც კარგია Samsung Galaxy Tab-ი.

და კიდევ, თქვენი აზრით სტივ ჯობსმა 2011 წელს iPad-ის წელი ტყუილად უწოდა?

Comments

comments

Leave a Response