სიახლეები

ინტელი: ეპლის მიერ ARM პროცესორების გამოყენება კომპიუტერებში რეალურია

150views

მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ეპლმა შესაძლოა ინტელი მიატოვოს, კიდევ უფრო მძაფრდება. ცოტა ხნის ინტელის Ultrabook ჯგუფის დირექტორმა გრეგ უელჩმა  ტექნოლოგიურ გამოცემა CNet-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ეპლის მიერ მის ნოუთბუქებში ARM პროცესორების გამოყენებაზე ნაცვლად ინტელისა, უპასუხა, რომ

“მათ უფრო და უფრო ინტენსიურად ესმით ეს ხმები და ფიქრობენ, ამაში არის რეალურობის ელემენტები. ინტელი კიდევ უფრო მეტ რესურსებს ჩადებს ინოვაციებში, რათა ისინი მომავალშიც ეპლის მიმწოდებლად დარჩნენ პროცესორების საკითხში”.

აღსანიშნავია, რომ ARM არქიტექტურაზე დაფუძნებულ, საკუთარ A4 და A5 ჩიპებს ეპლი იყენებს აიპედებში აიფონ 4-ში.

წყარო

Comments

comments

Leave a Response