ეპლის სარჩელის შედეგად ავსტრალიაში შეჩერდა Samsung Galaxy Tab-ის გაყიდვები სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე. ეპლის იურისტის სტივენ ბარლის თქმით, სამსუნგის ტაბლეტი Galaxy Tab 10.1 ეპლის 10 პატენტს არღვევს, მათ შორის აიპედის ეკრანში გამოყენებულ ტექნოლოგიებს და ეპლის მიერ დაპატენტებულ ვიზუალურ დეტალებს, რომლებიც iOS-ში გამოიყენება. ამ ეტაპისთვის ეპლს სამსუნგის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნების სასამართლოებში იგივე ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ ეპლის მხრიდან საქმის წაგების შემთხვევაში კომპანიას მოუწევს გაყიდვების შეჩერების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება სამსუნგისთვის.