სიახლეები

Mac OS X Lion Clean Install

89views

ა.წ. ივლისში Apple-ის და კერძოდ სტივ ჯობსის განცხადებით ჩვენ უბრალო მომხმარებლები ვიხილავთ მაკის ახალი ოპერაციულ სისტემას Mac OS X Lion-ს. უბრალო მომხმარებლები იმიტომ რომ უკვე არსებობს სპეციალური ვერსია დეველოპერებისთვის.

ასევე ცნობილია რომ ახალ სისტემაზე განახლება მოხდება Mac AppStore-ის საშუალებით. ამ განახლების საზღაური იქნება $29.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ გვსურს სისტემის სუფთა ინსტალაცია ე.წ. Clean Install-ი და არა უბრალოდ განახლება?

ბევრს აწუხებდა ეს პრობლემა და თვითონ სტივ ჯობსს მიმართეს ამ კითხვით ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სტივმა არც აცია, არც აცხელა და მალევე უპასუხა: “You can clean install Snow Leopaard [sic] first. — თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ Snow Leopard-ის სუფთა ინსტალაცია და შემდეგ Lion-ზე განახლება”.

მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ არამოხერხებულია Lion-ის დასაყენებლად ორი სისტემის ინსტალაცია, იმ მომხმარებლებმა ვისაც საერთოდ არ აქვთ Snow Leopard-ის საინსტალაციო DVD დისკი გამოდის რომ ჯერ Snow Leopard-ი უნდა შეიძინონ და შემდეგ Mac AppStore-დან განახლება Lion-ზე? ან Lion-ის გამოსვლის შემდეგ როდესაც მომხმარებელი შეიძენს ახალ Mac-ს, როგორ უნდა მოახდინოს მან სისტემის გადაყენება?

გამოძიების შედეგად დადგინდა რომ ის ელექტრონული წერილი სულაც არ იყო სტივ ჯობსის მიერ გამოგზავნილი რადგან ამ წერილში სიტყვა “Leopard-ი” არასწორად ეწერა: “Leopaard”. თუ ის სტივმა iPhone-იდან გამოაგზავნა როგორც ეს წერილის Signature-ში ეწერა, ამ შეცდომას iPhone-ი ხომ ავტომატურად შეასწორებდა Spell Check-ის საშუალებით?! ენთუზიასტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაასკვნეს რომ ყველა Mac კომპიუტერზე Spell Check ფუნქცია ასწორებს ამ შეცდომას. აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი რომ ეს არ არის ნამდვილი სტივ ჯობსის პასუხი. მაგრამ ზემოთ აღნიშნული კითხვები ისევ უპასუხებელი რჩება…

ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ Apple-ი ამ საკითხის რაიმე ორიგინალურ გადაწყვეტას შემოგვთავაზებს.

 

Comments

comments

Leave a Response