სიახლეები

მოტოროლას CEO უკმაყოფილოა ანდროიდის მარკეტის მოდელით

79views

Motorola Mobility-ის გენერალური მენეჯერი  სანჯაი ჯა უკმაყოფილოა ანდროიდის აპლიკაციების მარკეტის ღია მოდელით, როგორც მანდ განაცხადა Bank of America Merrill Lynch Global Technology -თან ვიდეო-კონფერენციის დროს.  მისი თქმით, გუგლის და ანდროიდის ღია მიდგომა აპლიკაციების მარკეტისადმი, სადაც ყველას შეუძლია თავისი შექმნილი აპის განთავსება ყოველგვარი შემოწმების და სხვა პროცედურების გარეშე,  ხელს უწყობს ისეთი აპლიკაციების განთავსებასაც, რომელთა მოხმარება ტელეფონებზე იწვევს ბატარეის სწრაფ დაცლას და მთლიანად ტელეფონის მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას. გამომდინარე იქიდან, რომ ანდროიდზე შესაძლებელია უამრავი აპლიკაციის ერთად გაშვება, ძალიან ხშირად გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი რჩება უკმაყოფილო  საბოლოო შედეგით.  სანჯაი ჯამ აღნიშნა, რომ 70 % უკან დაბრუნებული მოტოროლას ანდროიდიანი ტელეფონებისა გამოწვეულია აპლიკაციების მიერ შექმნილი გაუმართაობის გამო.  იმისათვის, რომ ეს სიტუაცია ნაწილობრივ გამოასწოროს თავის მოდელებში, მოტოროლა აპირებს მის მიერ შექმნილი სოციალური სერვისის –  Motoblur-ის უფრო ფართოდ გამოყენებას.  კერძოდ, ეს სერვისი გააფრთხილებს მომხმარებელს ამა თუ იმ აპლიკაციის გაშვებისას, როგორ გავლენას მოახდენს ეს პროგრამა ბატარეის ხანგრძლივობაზე, ტელეფონის მუშაობაზე და შემდეგ მომხმარებელი თვითონ გადაწყვეტს, იხმაროს კონკრეტული პროგრამა თუ არა.  შეგახსენებთ, რომ ეპლის აპსტორში, რომელსაც ნათლავენ ე.წ. “დახურულად”, აპლიკაციის განსათავსებლად მან უნდა გაიაროს დაახლოებით ერთკვირიანი შემოწმების პროცესი, რის შემდეგაც თუ კი იგი აკმაყოფილებს აპსტორის პირობებს, არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას აიფონის მუშაობაზე და არ არღვევს მომხმარებლის კონფიდენციალურ ინფორმაციას, ხელმისაწვდომი გახდება მომხმარებლისათვის.

სრული ინტერვიუს სანახავად Motorola Mobility-ის CEO-თან, მიჰყევით ამ ბმულს

Comments

comments

Leave a Response