სიახლეები

iOS 5 – ახალი ფუნქციები

73views

დღეს, სან ფრანცისკოში გამართულ, ეპლის ყოველწლიურ  კონფერენციაზე სტივ ჯობსმა და კომპანიამ წარმოადგინა  თავისი მობილური საოპერაციო სისტემის –  iOS-ის ახალი, მეხუთე ვერსია, რომელიც შეიცავს ბევრ ახალ და გაუმჯობესებულ ფუნქციებს. ქვემოთ გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

შეტყობინებათა ახალი სისტემა, რომელიც  ერთ ადგილას მოუყრის თავს როგორც სისტემურ, ასევე გარე აპლიკაციების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთ ფანჯარაში იხილოს და სასურველ შეტყობინებაზე გადავიდეს.

iMessage: ტექსტურ და მულტიმედია შეტყობინებათა ახალი სისტემა, რომელიც მუშაობს ყველა iOS აპარატზე და მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ  ჩატსაც. იმუშავებს როგორც wifi, ასევე 3G კავშირითაც.

Newsstand: ახალი ამბების სტენდი, ფუნქცია, რომელიც გააერთიანებს მომხმარებლის მიერ გამოწერილ ყველა ინტერნეტ-გამოცემას, ჟურნალს, გაზეთს,  მოუყრის თავს ერთ ადგილზე და ყოველი ახალი ნომრის გამოსვლის შემდეგ ავტომატურად განაახლებს.

კალენდარი/პერსონალური ასისტენტი:  ფუნქცია, რომელიც შეასრულებს კალენდრის, მაღვიძარას და ასისტენტის ფუნქციას და რომელიც შესძლებს მომხმარებლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შეხსენებას არამარტო  დროის და თარიღის მიხედვით, არამედ ადგილმდებარეობის და გეოგრაფიული ლოკაციების  მიხედვითაც.

Twitter: პოპულარული მიკრობლოგინგის თვისებები ახალ აიფონებში, აიპედებში და აიპოდ თაჩებში უკვე სისტემის დონეზე იქნება ინტეგრირებული. შესაბამისად ტვიტერზე ნებისმიერი ინფორმაციის და ფოტოს გაზიარება გახდება iOS აპარატების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ტვიტერის აპლიკაციის გადმოწერის და გამოყენების გარეშე.

კამერას დაემატა დაბლოკილი მდგომარეობიდან სწრაფად სურათის გადაღების ფუნქცია.

უსადენო სინქრონიზაცია მაკებს, აიფონებს, აიპედებს და აიპოდებს შორის.

iOS 5 -ის გამოსვლა დაგეგმილია 2011 წლის სექტემბრისთვის და იგი ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მოწყობილობებისათვის:

  • iPhone 4
  • iPhone 3GS
  • iPad 2
  • iPad
  • iPod Touch 4G
  • iPod touch 3G

სხვა დამატებითი ფუნქციების შესახებ ინფორმაციისათვის მიჰყევით ამ ბმულს

Comments

comments

Leave a Response