ანალიტიკურმა კომპანიამ Asymco-მ გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც ეპლი მისი საოპერაციო სისტემებიდან, Mac OS X და iOS-დან იღებს დაახლოებით 3.5-ჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე Microsoft მისი პოპულარული დესკტოპ საოპერაციო სისტემა Windows-დან. ეპლის ორივე საოპერაციო სისტემიდან მიღებული შემოსავალი დღეისათვის შეადგენს კალიფორნიული გიგანტის შემოსავლის 96%, რომელიც 2007 წელს შეადგენდა შემოსავლის მხოლოდ 49%-ს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სამომხმარებლო ბაზარზე ძალთა ბალანსის ცვლილებისკენ, რომელიც ეპლის სასარგებლოდ იხრება აიფონზე, აიპედზე და მაკის კომპიუტერებზე საკმაოდ სწრაფად მზარდი მოთხოვნილების გამო.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს.