სიახლეები

iOS 4.3-ის სისწრაფის ტესტი

142views

ტექნოლოგიური გამოცემა CNET საკუთარ ტესტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეპლის  მობილური საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია  – 4.3, რომელიც მასობრივ მოხმარებაში 11 მარტს უნდა გამოვიდეს,  მნიშვნელოვნად ზრდის ჯავა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვებ-გვერდების (მაგალითად Facebook.com)  ჩატვირთვის სიჩქარეს აიპედებზე და აიფონებზე.  ეს გაუმჯობესება შეეხება არამარტო ახალი თაობის აიპედს, არამედ iPhone 4-ს, iPhone 3GS-ს და პირველი თაობის აიპედსაც. CNET ამბობს, რომ ამ ტესტების მიხედვით აიპედი კომპლექსური ვებ გვერდების დამუშავების და ჩატვირთვის სიჩქარით მიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს, კერძოდ Samsun Galaxy Tab-ს,  Google Nexus S-ს და ასევე საკუთარ,  iOS 4.2-ზე მყოფ მობილურებს და აიპედს.

ქვემოთ ნაჩვენები CNET-ის მიერ წარმოდგენილი გრაფიკი ასახავს ტესტის ზუსტ შედეგებს. (შენიშვნა –  პატარა ზომის მაჩვენებლები და რიცხვები მიანიშნებს უკეთეს შედეგზე)

საკუთარი ტესტის ჩასატარებლად (თუ კი iOS 4.3-ის ვერსია მოგეძებნებათ) მიჰყევით SunSpider JavaScript-ის სატესტო გვერდს.

Comments

comments

Leave a Response