სიახლეები

Dell Adamo ეპლის MacBook Air-თან დამარცხდა

426views

რაც სრულიად არ იყო გასაკვირი.  Dell-ის Adamo გათვლილი იყო ბაზრის იმ სეგმენტზე რომელიც ტრადიციულად ეპლს უკავია. ესაა ძვირადღირებული, ხარისხიანი  კომპიუტერების სეგმენტი. Adamo-ს გაყიდვები იმდენად მცირე იყო, რომ დელმა ორჯერ შეცვალა დიზაინი და ფასი, მაგრამ Adamo-ს ბოლო მოდელი, რომელიც 2009 წელს დელმა წარმოადგინა CES-ზე (Consumer Electronic Show, რომელიც ყოველი წლის იანვარში ლას ვეგასში იმართება) და რომელიც PC სამყაროს მიერ MacBook Air-ს ღირსეულ კონკურენტად იქნა მიჩნეული, ღირდა 2000 $, როცა ეპლის ეარის პირველი მოდელის საწყისი ღირებულება 1600 $ იყო. დელმა იმისათვის, რომ საწყობები გაუყიდავი პროდუქციისგან დაეცარიელებინა, ადამოს ფასი 2000 $-დან 800$ დასწია. აღსანიშნავია, რომ დელმა ცოტა ხნით ადრე წარმოებიდან ასევე მოხსნა საკმაოდ უცნაური დიზაინის მქონე, ასევე ძალიან წარუმატებელი, MacBook Air-ს “მკვლელი” Adamo XPS.

Adamo გახდება დელის სხვა პროდუქტების სერია, როგორებიცაა Inspiron, XPS, Alienware და ექნება უფრო მისაღები ფასი/ფორმ-ფაქტორი, ვიდრე ახლანდელ წარუმატებელ მოდელს. როგორც სჩანს,Windows-ის პრობლემებს კომპიუტერის გარეგნული დიზაინი ვერ აგვარებს.

Comments

comments

Leave a Response