სიახლეები 

App Store-ში Instagram-ის ინოვაციური განახლება “ისტორიები”-ს განყოფილებაში

ინსტაგრამმა დიდი ხნის შემდეგ შემოგვთავაზა საინტერესო ინოვაცია — ახლა უკვე მომხმარებლებს შეეძლებათ რეაგირება მოახდინონ განყოილება “ისტორიებში” ფოტოებით და ვიდეოებით. უკვე განახლებულ ვერსიაში, როდესაც შეხვალთ “ისტორიებში” დაინახავთ ახალ ფუნქციას, კამერის პატარა ნიშანს — მისი დახმარებით მოახდენთ რეაგირებას. თქვენ შეგეძლებათ პირდაპირ აპლიკაციაში გადაიღოთ ფოტო ან გააკეთოთ ვიდეო მიმართვა. ისტორიის მფლობელი თქვენს რეაქციებს ნახავ პირდაპირ პირად მიმოწერაში, რომელსაც მხოლოდ თქვენ და მისი გამომზავნი ხედავთ. შეტყობინებები თქვენს წერილების განყოფილებაში შეინახება 24 საათის განმავლობაში, როგორც ეს ისტორიებში ხდება.

Read More