სიახლეები 

iPhone 8-ს ახალი დამტენი ექნება

Barclay-ს ანალიტიკსომა, ბლეინ კერტსიმა დაკვირვება აწარმოა ეფლის მომწოდებლების წაჭვს და გამოთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ iPhone 8-ს კომპლექტში მოყვება უფრო მძლავრი დამტენი, ვიდრე ახლანდელ მოდელებს აქვთ. კერტისი დარწმუნებულია, რომ დამტენი კაბელი კვლავ Lightning იქნება, მაგრამ ტრადიციული USB-ს ნაცვლად, მეორე მხრიდან USB-C იქნება და ამისთვის შესაფერისი ადაპტერი. ანალიტიკოსი ირწმუნება, რომ დამტენის სიმძლავრე 10 ვატი იქნება (როგორც iPad-ს აქვს). კომპანია Cypress Semiconductor-ის მიერ წარმოებული ჩიპები USB Type-C Power Delivery ჩამონტაჟებულია სმარტფონში და დამტენ მოწყობილობაში. მსგავსი მოდული, CYPD2104 უკვე გამოიყენება iPad Pro 10.5-ში. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, iPhone 8 როგორც მინიმუმ ორჯერ სწრაფად დაიტენება. დაველოდოთ სექტემბერს.

Read More
ხრიკები 

ყველაფერი Apple-ის დამტენების შესახებ

გემუგს ხშირად ეკითხებიან მოწყობილობების იმ კვების ბლოკების შესახებ, რომლებიც Apple-ის ტექნიკას მოყვება: თუ შეიძლება მითხარით, რას ნიშნავს ის წარწერები, რომლებიც კვების ბლოკზეა დატანებული. ხშირ შემთხვევაში ვერ ვიგებ, თუ რას ნიშნავს ისინი. თუ შეიძლება, უფრო დეტალურად რომ დაწეროთ. კი ბატონო, მოგახსენებთ დეტალურად რა და როგორ. თანამედროვე სამომხმარებლო ტექნიკა მომხმარებლისგან ფიზიკისა და ელექტრონიკის პრაქტიკულად არანაირ ცოდნას არ მოითხოვს. უბრალოდ იყიდე, ჩართე და ისარგებლე. თუმცა ზოგიერთი პარამეტრის ცოდნა, გარკვეული პროცესების გაზრება დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ტექნიკა, გამოიყენოთ და არ დააზიანოთ ის. iPhone-ის დამტენი ეს არის ევროპული სტანდარტის კვების ბლოკი, რომელიც მოყვება iPhone-ს და iPad mini-ს ზოგიერთ მოდელს….

Read More