სიახლეები 

AirPods ავტომატურად უერთდება Apple TV-ის

თუ თქვენ AirPods-ის ბედნიერი მფლობელი ხართ, როგორ აერთებთ მას iPhone-თან? უბრალოდ ხსნით ყურსაცმელების კოლოფს და მორჩა, მეტი არაფერი არ არის საჭირო. ზუსტად ასე მუშაობს ეს შესანიშნავი მოწყობილობა iPad-თან, Mac-თან და Apple Watch-თან. მიუხედავსდ ამისა, Apple TV-ს აქამდე არ ჰქონდა ავტომატური დაკავშირების ფუქნცია. tvOS 11-ში ყველაფერი შეიცვალა. ამ ვერსიაში საჭირო აღარ იქნება AirPods-ების ხელით მიერთება. აგრეთვე, tvOS 11-ში გამოჩნდა მუქ და ღია ფერის ინტერფეისებს შორის ავტომატური გადართვის ფუნქცია. და კიდევ ერთი ფუქნცია, „მთავარი ეკრანის სინქრონიზაცია“ — ერთი iCloud ანგარიშით მომუშავე რამდენიმე AppleTV-ის შორის მოხდება აპლიკაციების სინქრონიზაცია. შეგახსენებთ, რომ tvOS 11-ის ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია…

Read More
სიახლეები 

AppleTV-იმ განახლება მიიღო

WWDC 2017-ის პრეზენტაცია Apple TV-ზე საუბრით დაიწყო, თუმცა აქ ბევრი არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ერთადერთი სიახლე გახლავთ ის, რომ Apple და Amazon შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. ამით დასრულდა ინოვაციები ამ მოწყობილობაში. კომენტატორებს პირზე შეახმათ კითხვა: თუ მხოლოდ ეს პაწია სიახლე უნდა გაგვეგო, რატომ დაურიგეს დეველოპერებს Apple TV-ის დეველოპინგის ნაკრებები? ნუ, ერთი ალილულია მღვდელსაც შესცდებაო, ნათქვამია.

Read More
სიახლეები 

Apple საკუთარ სერიალებს გადაიღებს

Apple-მ სატელევიზიო ბიზნესში შესვკლაზე უკვე განაცხადა, თუმცა კონკრეტული ქმედებები ამ დრომდე არ განუხორციელებია. როგორც Fast Company იუწყება, „ჩაკბეჩილი ვაშლი“ ეძებს გამოცდილ პროდიუსერებს, რომელიც კომპანიას საკუთარი სერიალების გადაღებაში დაეხმარება. წინასწარი ინფორმაციით, სერიალები iTunes-ის მომხმარებლებისთვის და Apple TV-თვის იქნება განკუთვნილი. წყარო: http://primenewsgeorgia.ge/

Read More
მიმოხილვა 

9 სექტემბრის სპეციალური ღონისძიების მიმოხილვა

შესავალი ზაფხულის იძულებითი საინფორმაციო ვაკუუმის შემდეგ, 9 სექტემბრის სპეციალური ღონისძიება მალამოსავით მოეცხო ჩვენს გულებს. ხუმრობა ხომ არ არის, 2 საათიანი ღონისძიების განმავლობაში კომპანია ეფლმა რამდენიმე ფრიად საგულისხმო სიხლე შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, მასალის მოცულობა საშალებას არ იძლევა ერთ სტატიაში ვისაუბრო ყველა სიახლეზე, ამიტომ დღეს პირველ ნაწილს შემოგთავაზებთ, სადაც ვისაუბრებ განახლებულ iPhone-ზე და სატელევიზიო კონსოლ AppleTV-ზე, ხოლო შემდეგ გამოშვებებში სხვა ასევე ძალიან საინტერესო მიმოხილვებს შემოგთავაზებთ. მოდი, ჯერ მაინც ჩამოვწეროთ ყველა იმ სიახლის სრული სია, რაც 9 სექტემბერს ვიხილეთ: • ახალი iPhone 6s/6s Plus, 3DTouch ტექნოლოგიის მხარდაჭერითა და გაუმჯობესებული კამერით; • ახალი სატელევიზიო კონსოლი…

Read More
სიახლეები 

Apple-ის დღევანდელი ღონისძიების პრეზენტაცია AppleTV-ზე

მე-2 და მე-3 თაობის Apple-ის სატელევიზიო კონსოლების მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ პირდაპირ ეთერში უყურონ ამ ღონისძიებას. როგორც გაირკვა Apple-ის კონსოლში დაემატა ახალი პუნქტი, Apple Events. შიგნით შევლის შემდეგ შეგვეძლება პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის ყურება. ამ ეტაპზე უცნობია, ხელმისწვდომი იქნება, თუ არა პირდაპირი ჩართვა iOS-მოწყობილობებიდან — ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 ოქტომბერს, GO! ბლოგი და რადიო BeatFM ამ ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს ტალღაზე 100.3 და საიტზე www.beatfm.ge. iOS-მოწყობილობების მფლობლებს ჩვენი მოსმენა შეეძლებათ საიტზე beatfm.about.ge. წყარო: AppleTV

Read More
სიახლეები 

დაიწყო Apple-ის ტელევიზორის სატესტო წარმოება

მოდი, ერთ რამეს გეტყვით პატიოსნად და გულზე ხელის დადებით — ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, თუ როდის გამოვა Apple-ის ტელევიზორი. მართლა, მართლა. რა დამადასტურებელი ფაქტები არსებობს? მხოლოდ ერთი — სტივ ჯობსი, აიზექსონის განცხადებით აპირებდა ასეთი მოწყობილობის გამოშვებას. ყველა დანარჩენი მოსაზრება — მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ ამ მითიური ტელევიზორის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. მოდი გავეცნოთ ჭორების ახალ პარტიას. ინტერნეტ-რესურსები Sina.com და WantChinaTimes ერთდროულად გამოვიდნენ ერთნაირი განცხადებებით, რომ Apple-მა დაასრულა ტელევიზორის შემუშავების პირველადი სტადია და გადავიდა მეორე ფაზაზე — საცდელი წარმოება. მოიაზრება, რომ წარმოება იმავე ქარხანაში მოხდება, სადაც იწყობა iPhone, Foxconn-ში. ადრე ასევე გავრცელდა…

Read More
სიახლეები 

ახალი AppleTV — 1080p ვიდეოს მხარდაჭერით

გუშინ ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე Apple-მა წარმოადგინა სიახლეების მთელი ნაკრები, მათ შორის განახლებული AppleTV. ეს მოწყობილობა ჯერ კიდევ კომპანიის ჰობის წარმოადგენს, ანუ Apple ამ მოწყობილობაზე არ დებს დიდ ფსონს, თუმცა არის შანსი, რომ მალე ის სერიოზული მოწყობილობა გახდება. რატომ? იმიტომ რომ როგორც იქნა ეს მოწყობილობა მხარს უჭერს 1080პ HD-ვიდეოს. ჩვეულებისამებრ, Apple არ გვამცნო არანაირი დეტალი აპარატურულ ნაწილზე და ყურადღება მთლიანად მოწყობილობის გადამუშავებულ ინტერფეისზე და მის ახალ ფუქნციებზე გადაიტანა. გარეგნულად AppleTV ისეთივე დარჩა. ხოლო ინტერფეისი მართლაც კიდევ უფრო დაუახლოვდა iOS-ს. მთავარ ეკრანზე ძირითადი ფუნქციების ხატულები გამოსახულია შესაბამის სტილში. ღილაკზე Menu ხანგძლივი დაჭერსი…

Read More
სიახლეები 

უკანასკნელი ჭორები Apple-ის ტელევოზორის შესახებ

Apple-ის თითოეულ პროდუქტს გააჩნია საკვანძო ფუნქცია — ის, რაც ჰყიდის ამ საქონელს. კითხვა, რა გახდება ტელევიზორის განმასხვავებელი თავისებურება? Siri? ვირტუალური ასისტენტის გარეშე ვერ გავძლებთ, მართალია, მაგრამ ოქტომბრის პრეზენტაციის შემდეგ ამით ვეღარავის გააკვირვებ. იმისათვის, რომ გრიგალივით შევვარდეთ სატელევიზიო ბაზარზე, Apple-ს რაღაც კარდინალურად ახალი სჭირდება. როგორც ეს ხშირად ხდება, საჯაშუშო მონაცემები მოდის არა კუპერტინოდან, არამედ კომპანიის პარტნიორებისაგან (Apple-ის გასაიდუმლოების საცეცები ყველგან ვერ წვდება). პარტნიორების როლში დღეს — სადენიანი და უსადენო კავშირგაბმულობის კანადელი პროვაიდერები არიან,  Rogers და Bell. თუ დასახმარებლად ქვეყნის უმსხვილეს გაზეთს, Globe and Mail-ს მოვიხმობთ, გავიგებთ, რომ Apple დაკავებულია საიმედო მოკავშირის ძიებით ამ…

Read More
სიახლეები 

ჭორი: Apple წარმოადგენს iTV-ის სამ მოდელს

ჭორები იმის შესახებ, რომ Apple მალე წარმოგვიდგენს ტელევიზორს, უკვე დიდი ხანია ინტერნეტში მოძრაობს. ამ ეტაპზე ქსელში მხოლოდ ერთი ხელჩასაჭიდი სიახლე დევს, რომელიც პორტალმა Smarthouse მოგვაწოდა. ამ სიახლეში ნათქვამია, რომ ინფორმაცია მოწოდებულია ანონიმური წყაროების მიერ ერთ-ერთი მსხვილი იაპონური კომპანიიდან. კერძოდ ის, რომ Apple გამოუშვებს ტელევოზორის სამ მოდელს, ეკრანის სხვადასხვა ზომით. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, ზომები იქნება 24, 32 და 55 გოჯი. ახალი ტელევოზორები ბაზარზე LG-ისა და Samsung-ის ე.წ. „ჭკვიან“ ტელევიორებთან ერთად გამოვა. Apple-ის ახალ პროდუქტში ხელმისაწვდომი იქნება Siri, რომელის საშუალებითაც შეძლებთ ტელევიზორის მართვას ხმოვანი ბრძანებებით. ეს ყველაფერი 2012 წელის ბოლოსათვის უნდა მოხდეს….

Read More