Uncategorized 

სტივ ჯობსი გარდაიცვალა…

56 წლის ასაკში გარდაიცვალა სტივ ჯობსი — Apple-ის თანადამფუძნებელი და ბოლო დრომდე გენერალური დირექტორი. 1976 წელს სტივ ვოზნიაკთან ერთად მან დაარსა კომპანია Apple და იმავე წელს გამოუშვა პირველი პროდუქტი — Apple I. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, თუ როგორი გიგანტი გახდებოდა ეს ფირმა, რომლის პირველი ოფისი ავტოფარეხში იყო განთავსებული. რამდენიმე  ათეული წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საკუთარი მოწყობილობების კულტად გადაქცევა და უდავოდ ამაში მთავარი დამსახურება სტივ ჯობსს მიუძღვის. არ შეიძლება იმის თქმა, რომ კომპანიის ბედი ყოველთვის უღრუბლო იყო. მაგალითად 1985 წელს პარტნიორებთან უთანხმოების გამო სტივ ჯობსი კომპანიიდან წავიდა და მხოლოდ 12…

Read More

ზოგიერთი განმარტება iOS-ისა და ქართული კლავიატურის შესახებ

ძვირფასო მეგობრებო!

როგორც ალბათ უკვე ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით, ამა წლის გაზაფხულზე Apple-სა და GeMUG-ს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, ქართული ენის უკეთ წარმოდგენისათვის კომპანიის პროდუქტებში.

მიღწეული შეთანხმების თანახმად უკვე დაემატა ქართული კლავიატურა Apple-ის ოპერაციულ სისტემაში OS X Lion 10.7. ამ წარმატებით გახარებულები ჩვენ არ გავჩერდით მიღწეულზე და გადავწყვიტეთ ასევე მოგვეთხოვა ქართული ენის დამატება iOS-ში, ანუ iPhone-ებსა და iPad-ებში.

ჩვენდა გასაკვირად, Apple-ი წამოვიდა ამ შეთავაზებაზე და iOS 5-ის ბეტა ვერსიაში გაჩნდა ნანატრი ქართული კლავიატურა. ყველას გაგვეხარდა, ყიჟინა დავცხეთ და ქუდებიც ვსტყორცნეთ ჰაერში.

Read More

LIVE.GEMUG.GE

მეგობრებო,

როგორც ალბათ უკვე იცით, 7 ივნისს ჩატარდა WWDC 2011, სადაც ნამდვილად საინტერესო პროგრამული უზრუნველყოფა იქნა წარმოდგენილი. მეორედ ქართველი მაკისტების ისტორიაში შევეცადე და გავაკეთე პირდაპირი ტრანსლაცია ამ ღონისძიებიდან ქართულ ენაზე.

სამწუხაროდ რიგირ მიზეზების გამო საიტი, სადაც ეს ტრანსლაცია მიმდიანრეობდა, არ იყო გემუგის პორტალზე, არამედ შემდეგ მისამართზე: http://live.gogelia.ge

დღეს როგორც იქნა გამოვნახე დრო და პირდაპირი ტრანსლაციის საიტი გადმოვიტანე გემუგზე, სადაც ამიერიდან ის დაიდებს ბინას და პირობას გაძლევთ, არ გამოვტოვებთ არცერთ ღონისძიებას!

აი მისამართიც: http://live.gemug.ge/

 

საიტის საინტერესო თვისება ის გახლავთ, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ ბრაუზერში გვერდის განახლება, რათა იხილოთ ჩემი ახალი ჩანაწერები — როგორც კი მე დავწერ რამეს, თქვენს ბრაუზერში გვერდი ავტომატურად განახლდება!

Read More

ელექტრონული ბიბლიოთეკა

ძვირფასო მეგობრებო!

ამ გვერდზე წარმოდგენილი იქნება ქართულენოვანი ელექტრონული წიგნები. გთხოვთ გვეწვიოთ რამოდენიმე დღეში და შეძლებთ სასურველი წიგნების გადმოწერას.

Read More

პორტალის წესები

1. ზოგადი პრინციპები

1.01. gemug.ge არის თავისუფალი პორტალი, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის დისკუსიებისათვის მაკის თემატიკის გარშემო. საიტზე ფუნქციონირებს რამდენიმე კატეგორია და განყოფილება, რათა დააკმაყოფილოს ყველა ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებელი. რეგისტრაცია თავისუფალია.

Read More