მიმოხილვა 

როგორ იწყებოდა ყველაფერი — Apple-ის ისტორია, ნაწილი 3

ფაილური სისტემის სტრუქტურა Mac OS X მრავალმომხმარებლიანი სისტემაა. ეს ნიშნავს, რომ წვდომა სისტემის რესურსებზე მკაცრად პერსონალიზებულია. ყოველი მომხმარებლისათვის სისტემა ქმნის ანგარიშს, რომელშიც მითითებულია მისი სახელი (სრული, ან შემოკლებული) და პაროლი. შემოკლებული სახელი წარმოადგენს მომხმარებლის სარეგისტრაციო სახელს. მუშაობის დაწყების წინ ყოველმა მომხმარებელმა უნდა გაიაროს სისტემაში შესვლის პროცედურა (login), ანუ უნდა მიუთითოს სახელი (Name) და პაროლი (Password). სისტემა შეადარებს შეტანილ ინფორმაციას მასთან არსებულ მონაცემებთან. თუ ისინი არ ემთხვევა, წვდომა კომპიუტერის რესურსებზე არ მოხდება. სისტემურ პარამეტრებში შეგვიძლია ავირჩიოთ პერსონალური მონაცემების შეტანის საურველი ვარიანტი: ან მომხმარებლის სახელი შეგვყავს ხელით, ან ვირჩევთ სისტემაში დარეგისტრირებული მომხმარებლების…

Read More
მიმოხილვა 

დაკარგა, თუ არა Apple-მა ყნოსვა ინოვაციებზე

სიხარულით ძგერს გული, როდესაც იხსენებ ეფლის მიერ გამოშვებულ პროდუქტებს. რამდენმა მათგანმა აგვიჩქროლა გული: პირველი მაკ-კომპიუტერი, მაუსით, iMac, iPod, iPhone, iPad… მაგრამ ახლა უკვე 2017 წელია, დრო იცვლება და უცებ აღმოჩნდა, რომ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აღარ ელიან ჩვენი საყვარელი კომპანიისგან. არამედ დედამიწის სულ სხვა ნაწილას გადაინაცვლა მოლოდინებმა. Amazon-მა წარმოადგინა Echo, ჭკვიანი სპიკერი, რომელიც ხმოვან ბრძანებებს პასუხობს. Microsoft-მა წარმაოდგინა Surface, რომელსაც ბევრი მაკთან აპირისპირებს. ბაზარზე გამოვიდა Samsung Galaxy S8, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა — ძირითადად დადებითი, ეფლის ფანების გულის გსახეთქად — აკუმლატორის, ეკრანისა და ლამაზი დიზაინის (რასაც არავინ ელოდა) წყალობით. მასში ყველაფერია, რაც…

Read More
მიმოხილვა 

როგორ იწყებოდა ყველაფერი — Apple-ის ისტორია, ნაწილი 2

MAC OS X-ის სტრუქტურა საოპერაციო სისტემა Mac OS X — საკმაოდ რთული ორგანიზმია და ცალსახად იმის თქმა, თუ რას წარმოადგენს ის, ძნელია. მისი საერთო კონცეფციის ყველაზე წარმატებულ ახსნად ითვლება საოპერაციო სისტემის წამრმოდგენა მრავალდონიანი სტურქტურის სახით, სადაც ყოველი დონეს კონკრეტული დანიშულება გააჩნია და ამოცანათა თავისი ნაკრები. Mac OS X შედგება რამდნეიმე ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთშია ჩადგმული. ყველაზე ზემოთ განთავსებულია სამომხმარებლო ინტერფეისი Aqua. მის ქვემოთ გამოყენებითი აპლიკაციების მხარდაჭერის შრე: Classic, Carbon, Cocoa, Java. კიევ უფრო ღრმად განთავსებულია გრაფიკისა და მულტიმედიის შრე: Quartz, OpenGL, QuickTime. და ბოლოს, ყველაზე ქვემოთ განთავსებულია სისტემის მთავარი ძრავი, ბირთვი…

Read More
მიმოხილვა 

უოლტ მოსბერგი — პლანშეტი ახალი კომპიუტერია

თავის ყოველკვირეულ სვეტში უოლტ მოსბერგი, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი წერს პლანშეტების როლის ხელახლა გააზრების შესახებ. გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს. თუ თქვენ სარგებლობდით კომპიუტერით 1990-2207 წლებში, დიდი ალბათობით ეს სამაგიდე კომპიუტერი იყო, ან ნოუთბუკი, Windows ან Mac OS X-ით. მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. სავარაუდოთ, თქვენთვის ამოცნების შესრულება უფრო ადვილია სენსორულ ეკრანზე. უდავოდ, ეს იქნება სმარტფონი, ან პლანშეტი Android-ით, ან iOS-ით. ეს მოწყობილობები დღეს ყველაზე ხშირად გამოიყენება ინტერნეტში შესასვლელად. ისინი ახალი კომპიუტერებია. რასაკვირველია, ათი წელი ცოტაა რათა ახალმა ტექნოლოგიამ შეძლოს ჩვენი სამომხმარებლო გამოცდილების შეცვლა. ახალგაზრდები, რომელტათვისაც სმარტფონი ინტერნეტში შესასვლეად ძირითადი…

Read More
მიმოხილვა 

როგორ იწყებოდა ყველაფერი — Apple-ის ისტორია, ნაწილი 1

შესავალი XX საუკუნეს ავიაციისა და კოსმონავტიკის საუკუნეს უწოდებენ. მაგრამ გასული საუკუნის 70-იან წლებს ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური ინუსტრიის ჩამოყალიბების ეპოქასაც უწოდებენ. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში კომპანია Apple-ს ეკუთვნის. კომპანია ეფლის ისტორია 41 წლის წინ დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა გადაწყვიტა დაეარსებინა საკუთარი კომპანია, რომელიც შექმნიდა და ააწყობდა კომპიუტერებს. ოფიციალურად ეფლი 1976 წლის 1 აპრილს დაარსდა, სწორედ მაშინ გამოვიდა ბაზარზე კომპიუტერი Apple I. ათ თვეში 175 ეგზემპლარის აწყობა და გაყიდვა მოხერხდა. თითოეულის ფასი — 666 დოლარი და 66 ცენტი გახლდათ. პრიცნიპში Apple I უფრო კონსტრუქტორი იყო,…

Read More
მიმოხილვა 

MacBook-ის შესახებ სესნორული ეკრანით

რამდენიმე კვირის წინ ერთ საინტერესო ფაქტს შევესწარი: როგორ მუშაობდა ადამიანი iPad-ზე (თანაც მინი მოდელზე) გარე კლავიატურის გამოყენებით. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ქართულ ენაზე ფიზიკური კლავიატურიდან აკრეფა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ამ ადმიანისთვის ეს არ იყო საგანგაშო, ის ინგლისურ ტექსტს ამუშავებდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ჟურნალისტი იყო და მსხვილ სტატიაზე მუშაობდა იმ მომენტში. საინტერესო საყურებელი იყო, ტექსტის აკრეფის პარალელურად, როგორ უწევდა ტაბლეტის ეკრანთან ურთიერთქმედება გარკვეული ოპერაციების შესასრულებლად (წერილის გაგზავნა, აპლიკაციებს შორის გადართვა, ტექსტის კოპირება, სხვა პლიკაციების გაშვება და ა.შ.). ამ კონკრეტულ ადამიანის სრულად აკმაყოფილებდა ასეთი მეთოდი, ხელებში დაღლილობა არ ჰქონდა და დაბეჯითებით აჩვენებდა, რომ…

Read More
მიმოხილვა 

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ iPhone 8-ზე

ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია და მოსაზრებები. მაგრამ iPhone 8, რომლის შესახებაც დღეს ყველა საუბრობს — რიგითი მოხმარებლებით დაწყებული, ექსპერტებით დამთავრებული — შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილიდან ზოგიერთი სიახლე მიიღოს. ისევე როგორც ადრე, ახალი აიფონი 2017 წლის ბოლოს, შემოდგომაზე გამოვა, სავარაუდოთ ისევ ოქტომბერში. წელს საიუბილეო თარიღია — აიფონის ბაზარზე გამოსვლიდან 10 წელი. აბა მოდი ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ. iPhone 8 შესაძლოა განსხვავებული სახელით, iPhone Pro გამოვიდეს. ხომ არ გვავიწყდება, რომ წელს, თუ ნუმერაცია არ დაირღვა, iPhone 7s-ის წელია. კომპანია ეფლი ამ წესს დიდი ხანია არ ღალატობს: ერთ წელს გამოდის აიფონი ახალი ნომრით, შემდეგ…

Read More
მიმოხილვა 

სტივ ჯობსი საბჭოთა კავშირში

ბევრი ჩვენი მკითხველისათვის ეს ინფორმაცია ნამდვილი აღმოჩენა იქნება. მოიხედავად ამისა, ქვემოთ მოთხრობილი ისტორია სრული სიმართლეა: 1985 წელს კომპანია ეფლის ხელმძღვანელი ნამდვილად ეწვია საბჭოთა კავშირს, რათა გაეფორმებინა ხელშეკრულება Mac-ების იმპორტზე. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ უოლტერ აიზექსონის წიგნში ამოვიკითხე და გადავწყვიტე უფრო დეტალურად შემესწავლა ეს ამბავი. აი რა გავარკვიე. 1985 წლის ზაფხულში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების ინსტიტუტი აწარმოებდა იმპორტული პერსონალური კომპიუტერების მომწოდებელი ორგანიზაციის შერჩევას. აღნიშნული კომპიუტერები გამოყენებული იქნებოდა ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საწყისების სწავლებისათვის სკოლებში. სამუშაოები ტარდებოდა სსკპ (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია) ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა კაბინეტის 1985 წლის 28…

Read More
მიმოხილვა 

ახალი, Touch Bar-იანი Macbook Pro-ს მიმოხილვა

მიმდინარე წლის ოქტომბერში ეფლის მიერ დაანონსებულმა განახლებულმა Macbook Pro-მ Touch Bar-ით დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საერთაშორისო მაშტაბით მომხმარებლებს შორის — განიხილებოდა სენსორული პანელის გამოყენება, პორტების ვარიანტების სიმწირე და ახალი კლავიატურა. მე რამდენიმე დღით საშუალება მომეცა გავცნობოდი ახალ ნოუთბუკს და ვეცდები გადმოგცეთ ჩემი აზრები მის შესახებ. ზედმეტი ინოვაციები ეფლის ძაგება დღეს მოდაშია. ის უმსხვილესი კორპორაციაა მოსფლიოში, თანაც ისეთივე დახურული, როგორც 20 წლის წინ. მისი პროდუქტები გაცილებით ძვირია, ვიდრე კონკურენტების ანალოგები, მაგრამ ამის მიუხედავად კვალავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად მუდმივად არსებობს განხილვის საგანი. საგანი მრავლადაა და ხშირად ურთიერთ გამომრიცხავი. iPhone 7-ის პრეზენტაციის შემდეგ…

Read More
მიმოხილვა 

რატომ აგროვებენ კორპორაციები ტრილიონობით დოლარს

არსებობს ეკონომიკური გამოცანა, რომლის ამოხსნას მრავალი ცდილობს უკვე დიდი ხანია. ფინანსური ექსპერტები ხშირად მას პარადოქსს უწოდებენ. ამ პარადოქსის აზრი შემდეგშია: ამერიკული კომპანიები ჯამურად ფლობენ 1.9 ტრილიონ დოლარს საბანკო ანგარიშებზე და სახაზინო ობლიგაციებში. და რაც ყველაზე მთავარია, არაფერში არ იყენებენ ამ ფულს. ამ სიტუაციას ანალოგი არ გააჩნია ისტორულ ჭრილში. ამერიკული კორპორაციები ყველთვის სესხულობდნენ ფულს და არ ახდენენ თანხების აკუმულირებას ანგარიშებზე. შესაბამისად, შუძლებელია რაიმე ისტორიული მონაცემების დამუშავება და პარალელების გავლება. უბრალოდ არ არსებობს არანაირი მონაცემი. მაგრამ არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც ხსნიან არსებული მოდის გაჩენის მიზეზს. პასუხს კითხვაზე, „რატომ აგროვებენ კორპორაციები ტრილიონობით დოლრს“…

Read More