მნიშვნელოვანი სიახლეები 

მივიღეთ Photography Awards 2017-ის გამარჯვებული სმარტფონით გადაღებული ფოტოები!

Apple ყოველ წლიურად დიდ ყურადღებას იქცევს თავისი შესაძლებლობებით Photography Awards-ის დაჯილდოვებაში, რომელშიც მუდამ გამარჯვებული ხდება. ასევე განსაკუთრებულად ხაზი ესმევა მის სიჩქარეს, თუ როგორ შეუძლია მოულოდნელი ემოციური მომენტები სწრაფად დააფიქსიროს. წელს გამარჯვებული პეტერბურგის რეზიდენტი Varvara Vislenko გახდა, რომელმაც თავის iPhone-ით 3 წლის შვილს გადაუღო ფოტოები. ეს კი ფოტოები, რომელიც iPhone 6S-ით არის გადაღებული:

Read More
მნიშვნელოვანი სიახლეები 

როგორ დავაყენოთ iOS 11 Public Beta 1

გსურთ გატესტოთ iOS 11-ის ახალი ფუნქციები თქვენს საკუთარ მოწყობილობაზე? ყველამ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. ჩვენ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაერთოთ iOS 11-ის საჯარო ტესტირებაში. ჯერ ვნახოთ, თუ რომელ მოწყობილობებზე არის შესაძებელი ამ ვერსიის დაყენება: iPhone iPhone 7 iPhone 7 Plus iPhone 6s iPhone 6s Plus iPhone 6 iPhone 6 Plus iPhone SE iPhone 5s iPad 12.9 iPad Pro 2nd gen 12.9 iPad Pro 1st gen 10.5 iPad Pro 9.7 iPad Pro iPad 2017 iPad Air 2 iPad Air iPad 5th generation iPad mini 4 iPad mini 3…

Read More
მნიშვნელოვანი სიახლეები 

Apple-მა გამოუშვა iOS 11-ის საჯარო ბეტა-ვერსია

და აი, დადგა დრო iOS 11-ის საჯარო ტესტირებისა. საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიის მოსინჯვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ეს ბეტა-ვერსიაა, რაც ნიშნავს, რომ სისტემა არასტაბილურად იმუშავებს: შესაძლებელია გამოვარდნები, უნებლიე გამორთვები, შეცდომები და სხვადასხვა სახის პრობლემები მოწყობილობის მუშაობაში. მნიშვნელოვანია: თქვენ ბეტა-ვერსიას აყენებთ საკუთარი რისკის ფასად. თუ რამე მოხდება, Apple არ გაგიწევთ საგარანტიო მომსახურებას! განახლება უკვე ხელმისაწვდომია და დაახლოებით 2 გბაიტ ადგილს იკავებს. iOS 11 public beta 1 იდენტურია iOS 11 developer beta 2-ისა. წარმატებები!

Read More
მნიშვნელოვანი სიახლეები 

iPhone 8-ს შეუძლია ნივთების ამოცნობა (ვიდეო)

დეველოპერები განაგრძობენ iOS 11-ში საინტერესო ფუნქციების აღმოჩენას. მათ შორის ახალი ფრეიმვორკის, Core ML. მისი საშუალებით ხელოვნური ინტელექტი სწავლობს მაგალითებზე. ახალი ფრეიმვორკი iPhone 8-ს საშუალებას მისცემს გაარჩიოს ერთმანეთისგან სხვადასხვა ობიექტები — ხინკალი და ქაბაბი, მაგალითად. პროგრამისტმა კრის გრინინგმა „ასწავლა“ თავის სმარტფონს სხვადასხვა ნივთების გრჩევა, მხოლოდ ერთი კამერის და მანქანური სწავლების პლათფორმა Vision Kit-ის საშუალებით. ამოცნობა მყისიერად ხდება. იხილეთ ვიდეო: როგორც ხედავთ, ცხადად ჩანს, თუ როგორ ახერხებს აიფონი სახრახნისის, ბოთლი ღვინოს, სახაზავის, აიპოდის, ჭიქის ამოცნობას. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა კონკრეტული მიზნებისათვის იქნება გამოყენებული აღნიშნული ტექნოლგია. ახალი სმარტფონის ანონსი 17 სექტემბერს არის დაგეგმილი —…

Read More
მნიშვნელოვანი სიახლეები 

როგორ გავიგოთ, რომელი აპლიკაცია გვითვალთვალებს

iOS 11-ში Apple-მა სერიოზულად გადაამუშავა აპლიკაციების მხრიდან მომხმარებლებზე თვალთვალის რეჟიმი — უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აიფონისა და აიპადის მფლობელემა სრულად გააკონტროლონ ეს პროცესი. ასე მაგალითად, ახლა შეგიძლიათ ყველა პროგრამას გაუაქტუროთ რეჟიმი „მხოლოდ გამოყენების დროს“, „While Using“. თუმცა, ამის გარეშეც მომხმარებლები შეძლებენ გაიგონ, რომ რომელიმე აპლიკაცია მათ უთვალთვალებს. ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე აპლიკაცია დაიწყებს ფონურ რეჟიმში მუშაობას, ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება წარწერა ლურჯ ფონზე „აპლიკაცია ესადაეს უთვალთვალებს თქვენს ადგილმდებარეობას“.

Read More