ამა წლის 6 ნოემბერს ტეხასის შტატოს ქალაქ საზერლენდ-სპრინგსში 26 წლის ყოფილმა სამხედრომ, დევინ პატრიკ კელიმ ეკლესიაში სროლა ატეხა. დაიღუპა 26 ადამიანი, კიდევ 20 დაშავდა.
თვითონ ტერორისტი პოლიციის მხრიდან ლიკვიდირებული იქნა ადგილზე, საკუთარ ავტომობილში. გამოძიების მსვლელობისას, FBI-მ ტერორისტის iPhone იპოვნა.
გასული წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, FBI-მ განაცხადა, რომ Apple-მა უარი განაცხადა სმარტფონის განბლოკვაზე, რაზეც კუპერტინომ დაუყივნებლივ განაცხადა, რომ ეს ტყუილია.
ჩვენ დავუკავშირდით FBI-ს დაუყოვნებლივ შემთხვევის შემდეგ და შევთავაზეთ ჩვენი დახმარება ტერორისტის ტელეფონზე წვდომის მიღებაში. ამან დააჩქარა გამოძიება. — Apple.
თავის მხრივ, FBI-ს სპეც-აგენტმა კრისტოფერ კომბსმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაშიფვრის მეთოდების განვითარებამ და სმარტფონების მწარმოებლების სურვილმა, დაიცვან მომხმარებლების პირადი ცხოვრება, დიდი პრობლემები გაუჩინა სამართალდამცველ ორგანოებს.
ტერორისტის აიფონი აღჭურვილი იყო Touch ID-ით და ეს ფუნქცია მან გააქტიურა.
თუ ტელეფონის ბოლო დაბლოკვის შემდეგ 48 საათის განმავლობაში FBI ვერ განბლოკავს აიფონს, სმარტფონის მოითხოვს ციფრულ პინ-კოდს, ასევე ავტომატური დაბლოკვა მოხდება Touch ID-ის ხუთჯერ არასწორად გამოყენების შემდეგ.
წყარო: TheVerge