Apple-ის Chief Design Officer-ი, ჯონი აივიმ ინტერვიუ მისცა დიზაინერულ ჟურნალ Wallpaper-ს. მან ისაუბრა Apple Park Headquarter-ზე, რა მოსწონს ყველაზე ძალიან iPhone X-ში და სხვა.
ყველაზე საინტერესო კომენტარი მან გააკეთა iPhone X-ზე, რომელიც სექტემბერში წარადგინა Apple-მა და გაყიდვებში გასულ კვირას ჩაეშვა. iPhone X-ს აქვს ახალი დიზაინი და 5.8″-იანი OLED ეკრანი.
“ჩემი აზრით ყველაზე აღსანიშნავი iPhone X-ის შესახებ არის ის რომ მისი ფუნქციონალი ძალიან დამოკიდებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ტემპებიდან გამომდინარე, ეს პროდუქტი შეიცვლება და დაიხვეწება.
12 თვეში, ამ პროდუქტს ექნება შესაძლებლობა გააკეთოს ის რასაც ახლა ვერ აკეთებს.”
მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მაცდურად ვუყურებ პირველი iPod-ის ფუნციონალს და შესაძლებლობებს, უფრო მეტ ინტრიგას იწვევს მოწყობილობის შესაძლებლობა რომ განვითარდეს თავად და შეიძინოს მეტი ფუნქციონალი. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ეს 50 წლის წინ არ ხდებოდა.”
აივიმ ასევე ისაუბრა Apple Park კამპუსზე და აღნიშნა რამდენად კარგი საშუალებაა ეს სხვადასხვა გუნდების და დეპარტამენტების კოლაბორაციისთვის.
წყარო: 9to5mac