Apple-ს უყვარს ხოლმე ორშაბათობით ახალი ბეტა ვერსიის გამოშვება, გუშინ ასეთი დღე იყო, ახალი ბეტა ვერსია მივიღეთ. ეს არის ბეტა iOS 11.2, რაც ძალიან მოულოდნელი იყო, ჯერ iOS 11.1 არ გამოსულა და ჩვენ საშუალება გვაქვს ვნახოთ რა გველოდება iOS 11.2-ში.
ინოვაციები 11.2-ში ნამდვილად არ არის. ჩვენ ვერ ვიპოვეთ Apple Pay Cash-ი და iCloud-ის შეტყობინებების კვალი, რომელიც Apple-მა გამოაცხადა. მაგრამ ვნახეთ ეს:
- ფონები iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X-სა, გახდა ძველ iPhone-ზე თავსებადი
- გამოვიდა აპლიკაცია ბეტა ვერსიის მუშაობის შესახებ
- გამოსწორებულია კალკულატორის აპლიკაციის შეცდომა
- ზოგი ემოჯი შეიცვალა
ასევე 11.2-ზე შეზღუდულია HomePod-ის მხარდაჭერა, რომელიც გაგვაცნო Apple-მა მაგრამ ჯერ არ არის გაყიდვაში. ასევე იყო AirPlay 2-ის კვალი.
IOS 11.2-თან ერთად მოვიდა პირველი watchOS 4.2 და tvOS 11.2. — აქ ვერ შევძელით რამე სიახლის პოვნა.