სიახლეები

iPhone X-ის მყიდველთა საკმაოდ დიდი ნაწილი ქართველია

394views

როგორც იცით iPhone X-ის წინასწარი გაყიდვები საქართველოს დროით გუშინ დილის 11 საათსა და 01 წუთზე დაიწყო. მსოფლიოში ახალი iPhone-ის პრეზენტაცია და შემდეგ მისი გაყიდვაში გამოსვლის თარიღი განსაკუთრებით ხმაურიანი ხოლმე, ეს ხმაური iPhone X-მა კიდევ უფრო შეიტყო, რადგან Apple-ის განცხადებით ფლაგმანის რაოდენობა შეზღუდული იყო, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია.

ამ თარიღს საქართველოში განსაკუთრებით – ორგზანიაცია GeMUG-ის მომხმარებელთა ჯგუფი ელოდა. გაყიდვების დაწყებიდან 2-3 წუთში iPhone-ის მიღების დრო გაიზარდა, 1-2 კვირიდან 4-5 კვირამდე აიწია, რამოდენიმე წუთში კი ოფიცილურად ყველა მოწყობილობა გაყიდულად გამოცხადდა.

მსოფლიოში ბევრმა ადამიანმა მოიწყინა, რადგან მათი საყვარელი მოწყობილობის დროულად ყიდვა ვერ მოახერხეს. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ორგანიზაციის მომხმარებლები საკმაოდ კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან ისინი პირველები იყვნენ ვინც iPhone X შეიძინეს. ჩვენ ვხედავთ ბევრ ქართველ Apple-ის გახარებულ გულშემატკივარს და ეს ფაქტი ძალიან გვახარებს.

  

შესაძლოა რაღაც დოზით ეს ჩვენი დამსახურებაც იყოს, რადგან ჩვენი გვერდის საშუალებით დროულად ვახსენებდით ხალხს iPhone X-ის გაყიდვების თარიღს.

 

Comments

comments

Leave a Response