სიახლეები

iPhone 8 Plus მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სმარტფონია

184views

მობილური მოწყობილობების წარმადობის გაზომვის აპლიკაციის, AnTuTu-ს ავტორები რეგულარულად ახდენენ ფლაგმანური სმარტფონების წარმადობის მონიტორინგს.

ერთი თვის წინ ყველაზე მძლავრი გაჯეტების სიაში ლიდერი OnePlus 5 იყო. მეორე ადგილზე HTC U11 გავიდა.

მაგრამ ბაზარზე iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის გამოსვლას არ შეეძლო არ შეეტანა კორექტივები რეიტინგშ. განახლებულ სექტემბრის სიაში სიის ლიდერი Apple-ის ორივე სმარტფონი აღმოჩნდა.

iPhone 8 Plus-მა 217210 ქულა დააგროვა და OnePlus 5-ს 36000 ქულით გაუსწრო. მეორე ადგილზე iPhone 8 გავიდა 209113 ქულით.

iOS მოწყობილობათა შორის რეიტინგს 10.5 დუიმიანი iPad Pro უდგას სათავეში 230591 ქულით.

სამხრეთკორეული ფალგმანები, Galaxy Note8, S8 და S8+ ლიდერთა ხუთეულში შედიან.

Apple პირველი კომპანიაა, რომლის მოწყობილობებმაც პირველებმა გადალახეს 200000-იანი ბარიერი.

წყარო: AnTuTu

Comments

comments

Leave a Response