სიახლეები

ცნობილი გახდა, როგორ მოიპარეს სელებრითების ეროტიული ფოტოები iCloud-იდან

385views

ჩიკაგოს მაცხოვრებელმა, ემილიო ჰერერამ თავი დამნაშავედ ცნო iCloud-იდან და Google Drive-იდან პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის ქურდობაში ათობით ადამიანისაგან, მათ შორის ცნობილი ადამიანების. მას 5 წელი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამერიკულმა სასამართლომ დაადგინა, ჰერერა რომ 2014 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით ინტერნეტ-პროვაიდერების სახელით ელექტრონულ წერილებს აგზავნიდა, რომლებშიც ადრესატებს სთხოვდა გადაეგზავნათ მისთვის Apple-ისა და Google-ის ანგარიშების მომხმარებლის სახელები და პაროლები. ამ მონაცემების მიღების შემდეგ ის შედიოდა მსხვერპლის ღრუბლოვან საცავში და კომპიუტერში გადმოჰქონდა ეროტიული ფოტოები და ვიდეო.

ჰერერა მესამე მსჯავრდებული ჰახდა ამ საქმეში. სასამართლომ ვერ იპოვნა იმის მამტკიებული სამხილები, რომ უშუალოდ ჰერერა აქვეყნებდა ცნობილი ადამიანების ფოტოებს ქსელში.

2014 წელს ინტერენტში გამოჩნდა ფოტოების დიდი აქრივი, სადაც შესაძლებელი იყო ჰოლივუდის ვარსკვლავების, მომღერლებისა და სხვა ცნობილი ადამიანების შიშველი ფოტოები.

წყარო: Macrumors

Comments

comments

Leave a Response