სიახლეები

iPhone 8-ის ციმციმა დრამატულად გაუმჯობესდა

168views

სამყაროში არის ადამიანთა ორი წყება. ერთნი იყენებენ ციმციმას ტელეფონში, ხოლო მეორენი — არა. ვფიქრობთ, უმეტესობა მეორე წყებას ეკუთვნის.

როგორც წესი, ეს დაკავშირებულია გადაღების დროს ძლიერ ხარვეზებთან — ფონი ზედმეტად მუქია, თეთრი ადგილები გადანათებული და ა.შ. iPhone 8-ის გამოსვლასთან ერთად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

ახალი ციმციმა მუშაობს Slow Sync Flash ტექნოლოგიით. ის უფრო სწრაფად მუშაობს და ამავდროულად ამცირებს შატერის გახსნის დროს.

შეადარეთ: მარცხნივ — iPhone 7 Plus, მარჯვნივ – iPhone 8 Plus.

როგორც ვხედავთ, მარხენა  ფოტოზე ფონი ჩამუქებულია, ფერები მკრთალია, თვალები — წითელი, ხოლო ფოტოს გარკვეული ადგილები გაიდღაბნა.  iPhone 8 Plus-ის შემთხვევაში მსგავსი პრობლემები არ შეინშნება — ყველაფერი საკმარისად ნატურალურია.

CNET-ის რედაქტორებმა ახალ ციმციმა იმ მთავარ მიზეზად დაასახელეს, როს გამოც უნდა ვიყიდოთ ეფლის ფლაგმანური სმარტფონი.

წყარო: CNET

Comments

comments

Leave a Response