iPhone X — Apple-ის პირველი სმარტფონი, სახის იდენტიფიკაციის ტექნოლოგიის დებიუტი! როგორც ჩანს მომავალ წელს ის მარტო არ იქნება.
დღეს ჩინეთში გამოქვეყნებულ მოხსენებაში ითქვა, რომ Apple გამოიყენებს iPhone X-ის ზოგიერთ ტექნოლოგიას, მათ შორის TrueDepth კამერა. ახალი პროდუქტებისთვის კოდების სახელებია — Lisbon და Hangzhou.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ Apple შეშფოთებულია ჩინეთის ბაზრით. კომპანია მიიჩნევს, რომ iPhone X-ის ფუნქციებით იაფი სმარტფონის შეთავაზება, ხელს შეუწყობს საბაზრო წილის აღდგენას.
Macotakara-ს ვებ-გვერდის მიხედვით, ახალი მოდელის ფასი 10,000 იენით (90$) ნაკლები ეღირება, ვიდრე iPhone X. მოსალოდნელია, რომ ახალი სმარტფონები ყველა OLED ეკრანით და TrueDepth კამერით იქნება აღჭურვილი. ასევე, 2018 წლის ყველა სმარტფონში Touch ID შეიცვლება Face ID-ით. [PhoneArena]