სიახლეები

სტივ ჯობსის თეატრში შეგიძლიათ iPhone X-ები ახლოდან ნახოთ (ფოტოები)

249views

წელს Apple-მა პირველად გაუღო კარი დამთვალიერებლს თვაის ახალ ოფისში და მათ შორის სტივ ჯობსის სახელობის თეატრში, რომელიც Apple Park-ის ტერიტორიაზეა. სექტემბრის პრეზენტაციის შემდეგ მაყურებლები მიიწვიეს საგამოფენო დარბაზში, სადაც მათ ელოდათ „ჰაერში მოლივლივე“ iPhone X-ები.

პორტალის Reddit ერთ-ერთმა წევრმა გამოაქვეყნა რამოდენიმე ფოტო „Apple-ის გულიდან“. ექვსი ცალი iPhone X კვლავაც „ლივლივებს“ სტატივებზე და საგამოფენო დარბაზის მთელი სართული უკავიათ.

თქვენ შეგიძლიათ ახლოდან დაათვალიეროთ სმარტფონი. ჩარჩოები, რომლებიც რელაობაში არც ისე თხელი ჩანს, დამახასიათებელი „კუნძული“ ეკრანის ზედა ნაწილში და უზარმაზარი ეკრანი ფერთა შესანიშნავი გადმოცემით.

გვერდით სტენდებზე აკურატულად აწყვია სმარტ საათები Apple Watch Series 3, LTE-ქსელების მხარდაჭერით და მათ გარეშეც.

ფოტოგრაფმა სპეციალურად გადაიღო თეატრის მთავარი ჰოლი იმ მომენტში, როდესაც იქ ხალხი არ იყო. ასე უფრო ნათლად ჩანს შენობის მაშტაბები.

iPhone X-ის გაყიდვებამდე 15 დღე არის დარჩენილი. თუ პროგნოზებს დავუჯერებთ, Apple მაინც შეძლებს საკმარისი რაოდენობსი აპატარების მიწოდებას.

წყარო: Reddit

Comments

comments

Leave a Response