სიახლეები

Apple Watch 3 LTE-ზე — უპრეცედენტოთ დიდი მოთხოვნაა

285views

Apple Watch 3-ის მყიდველების 70%-ს არასდროს ჰქონიათ ჭკვიანი საათი, წერს Forbes-ი, რომელიც განცხადებას GBH Insights-ის მიერ ჩატარებული კვლებებიდან გამომდინარე ავრცელებს. ამავდროულად მომხმარებლების 80%-ის სურვილია შეიძინოს Apple Watch LTE მხარდაჭერის ფუნქციით, რადგან სმარტფონზე დამოკიდებულობის მინიმიზაცია მოხდეს.

“კვლევების მიხედვით, Apple-ის 10 მომხმარებლიდან, რომელმაც შეიძინა Apple Watch, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 3-ს ჰქონდა ჭკვიანი საათის წინა მოდელი — ამბობს GBS Insights-ის ანალიტიკოსი დანიელ ივესი. მიუხედავდ იმისა, რომ Apple Watch-ი მსოფლიო საათების ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს, ამ სერიამ შესაძლოა კიდევ უფრო სერიოზული გავლენა იქონიოს ჭკვიანი და არა მხოლოდ ჭკვიანი საათების ბაზარზე.”

Apple Watch-ის მესამე სერიის პოპულარობა იმანაც გამოიწვია, რომ მოდელი, რომელსაც LTE მხარდაჭერა აქვს ჩვეულებრივზე მხოლოდ 100$-ით ძვირი ღირს. გამოკითხულდა 80% ასევე აფიქსირებდა იმ მოსაზრებას, რომ მთავარი უპირატესობა და მიზეზი თუ რატომ ყიდულობდა საათს, ფიჭური მოდულის დამატება იყო.

Comments

comments

Leave a Response