Apple მუდმივად აგრძელებ პროექტი Titan-ის განვითარებული ავტოპილოტის სისტემის ტესტირებას. წყაროები დასტურდება ინტერენტ სივრცეში გამოქვეყნებული ვიდეოებით, რომელშიც ჩანს თვითმართვადი ავტომობილის პროტოტიპი.
როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ტრაფიკისთვის პასუხისმგებელი სისტემა მანქანის სახურავზეა დამონტაჟებული. იგი მოიცავს რამდენიმე LIDAR კამერას და სენსორებს, რომლებიც ქმნიან სამგანზომილებიან სურათს, რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს, გააანალიზოს სიტუაცია გზაზე და შესაბამისად შეასრულოს აუცილებელი მანევრები.
ამ წლის გაზაფხულს Apple-მა მიიღო კალიფორნიის ხელისუფლებისგან თანხმობა, რომ უპილოტო მანქანები სატესტოდ გზებზე გამოეყვანათ. ამის შემდეგ მალევე ტიმ კუკმა გააკეთა განცხადება, რომ კომპანია ძალიან დიდ პროექტზე მუშაობს, რომელიც ავტოპილოტის სისტემას მოიცავს.